ჩაბარების ვადა:

11 ნოემბერი 2021, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T11054 - ტენდერი აღრიცხვის კვანძის მოწყობისთვის საჭირო საქონლის და მომსახურების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 11 ნოემბერი, 15:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) და შპს „რუსთავის წყალი“ (RWC) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს აღრიცხვის კვანძის მოწყობისთვის საჭირო საქონლის და მომსახურების შესყიდვაზე დანართ N1-ში მოცემული მოცულობებისა და დანართ N2-ში მოცემული მოთხოვნებისა და სპეციფიკაციის შესაბამისად.

შენიშვნა: ტენდერში წინადადების წარმოდგენამდე დაინტერესებული კომპანია ვალდებულია ადგილზე დაათვალიეროს დანართი N3-ით განსაზღვრული აღრიცხვის კვანძის მოსაწყობი ადგილები.  მხოლოდ აღნიშნული წინაპირობის შესრულების შემდგომ განიხილავს სატენდერო კომიტეტი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ სატენდერო წინადადებას.

ობიექტზე ადგილზე დათვალიერების საკითხი წინასწარ უნდა შეთანხმდეს დამკვეთის  წარმომადგენელთან: 595 331 304, ჯიმშერ დოღანაძე

საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა.

ტენდერის ითვალისწინებს შემდეგ მომსახურება/სამუშაოებს:

  • საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტებაში წარსადგენი დოკუმენტაციისა და პროექტის მომზადებას;

წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი შემდეგი:

  • არსებული თავსებადი მრიცხველის (მრიცხველების) მონაცემები (ტიპი, ნომერი, სტანდარტის დამოწმების თარიღი, ფოტო მასალა);
  • ძაბვის და დენის ტრანსფორმატორების სიზუსტის კლასის და მეორადი წრედების დატვირთვის მონაცემების ვადიანი გაზომვის ოქმები;
  • საპროექტო და დეტალური სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია;
  • პროექტით გათვალისწინებული აღრიცხვის კვანძებისთვის საჭირო ყველა მასალისა და მოწყობილობის მოწოდებას; 

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება სამი სქემის გათვალისწინებით, კერძოდ:

  • პირდაპირი ჩართვის სქემა (დაახლოებით 95)
  • ნახევრად ირიბი ერთ მიმართულებიანი მრიცხველით (დაახლოებით 5)
  • ნახევრად ირიბი ორ მიმართულებიანი მრიცხველით (დაახლოებით 5)
  • განფასებაში ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს  კაბელის შეცვლის მომსახურების საფასური. განფასებაში (მათ შორის კაბელის სავარაუდო ღირებულების;

დეტალური ტექნიკური დავალებები წარმოდგენილია დანართებში დანართში №2-1, №2-2, №2-3.

განფასება:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით, განფასება უნდა მოიცავდეს დანართიN3-ში განსაზღვრული ყველა ობიექტისთვის აღრიცხვის კვანძის მოწყობისთვის საჭირო ყველა მასალას და მომსახურებას. 
  • ფასები წარდგენილი უნდა იქნას ლარში, დამატებითი ღირებულების ჩათვლით, საერთო ღირებულება უნდა შეიცავდეს ტრანსპორტირების, დოკუმენტაციისა და პროექტის მომზადების, მასალისა და შესასრუბელი სამუშაოების საფასურს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისა და სავალდებულო შენატანების ჩათვლით.
  • წარმოდგენილი ერთეული ფასები ფიქსირებულია, ან ღირებულების ცვლილების ალბათობის შემთხვევაში ფასწარმოქმნის  დეტალური კალკულაცია უნდა იქნეს წარმოდგენილი.

საქონლის/მომსახურების/სამუშაოს გაწევის ვადა:

  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების პროცესის გეგმა-გრაფიკი ეტაპების მიხედვით. 
  • პროექტის შესრულების პირველ ეტაპზე პირველ რიგში უნდა მოხდეს სამი ტიპის სქემის აწყობა და ჩაბარება სისტემის სხვა ოპერატორებზე. ექსპლუატაციაში მიღება უნდა მოხდეს მონტაჟის პარალელურად.
  • სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2021 წლის 20 დეკემბრისა (ამ დროისთვის ექსპლუატაციაში უნდა იყოს მიღებული ყველა აღრიცხვის კვანძი).

საქონლის/მომსახურების/სამუშოას მიწოდების ფორმა და ადგილი:

  • აღრიცხვის კვანძები უნდა მოეწყოს დანართი N3-ით განსაზღვრულ ობიექტებზე

მოთხოვნა პრეტენდენტის შესახებ ზოგადი ინფორმაციისა და  გამოცდილების შესახებ:

  • ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ- კომპანიის ზოგადი აღწერა, თანამშრომლების რაოდენობა, პროექტის შესრულებაში ჩართული თანამშრომლების რაოდენობა და კვალიფიკაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, მოთხოვნის მიხედვით;
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური საქონლის და მომსახურების მიწოდების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ი და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი  დოკუმენტ(ებ)ი (სასაქონლო ზედდებული/მიღება-ჩაბარება)ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).
  • შესრულებული სამუშაოების ზოგადი ჩამონათვალი: ბოლო 3 წლის მანძილზე მსგავსი პროექტების ჩამონათვალი (დასრულებული და მიმდინარე);
  • სარეკომენდაციო წერილი - მინიმუმ 3 (დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე)
  • შემოთავაზებული ქვე-კონტრაქტორები (არსებობის შემთხვევაში)- კომპანიის დასახელება და ინფორმაცია, სამუშაო მოცულობა/აღწერა რომელსაც ქვე-კონტრაქტორი შეასრულებს;

მოთხოვნა საგარანტიო ვადის და პირობების შესახებ:

  • საგარანტიო პერიოდის მანძილზე პრეტენდენტი უზრუნველყოფს სათადარიგო ნაწილების მოწოდებას ან ახალი მოწყობილობით ჩანაცვლებას საგარანტიო პირობების ფარგლებში. კონტრაქტორი პასუხისმგებელია, როგორც საკუთარი ასევე, ქვეკონტრაქტორის მიერ მოწოდებული მასალის ხარისხსა და საგარანტიო პირობებზე.
  • იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო პირობების გათვალისწინებით მოხდება რაიმე ხარვეზის აღმოფხვრა ან მასალის/მოწყობილობის ჩანაცვლება, მაშინ ასეთ საქონელზე ახალი საგარანტიო პერიოდი/პირობები იქნება გათვალისწინებული. საგარანტიო ვადა და პირობები ძალაში შედის მონტაჟის შემდგომ.

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით, მომსახურების გაწევის დასრულების შემდეგ, შესაბამისი ორმხრივად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში

განსაკუთრებული პირობები:

  • პრეტენდენტი ვალდებულია გაეცნოს კონტრაქტორის მართვის გეგმას, რომლის დანერგვასა და სამუშაო პროცესში მის სრულ დაცვას უზრუნველყოფს დამკვეთთან ერთად. პრეტენდეტმა კონტრაქტორის განაცხადის შევსებით და ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ გაეცნო დოკუმენტაციას და ადასტურებს სამუშაო პროცესში მასში გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას.
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია საკუთარი და ქვეკონტრაქტორის პერსონალის მხრიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, როგორც სამუშაო ასევე ტრანსპორტირების და ტექნიკის ექსპლუატაციის პროცესში. ტენდერში შერჩეული კომპანია განახორციელებს პერსონალის ინსტრუქტაჟს, ტრეინინგსა და შრომისა უსაფრთხოების ეკიპირებით აღჭურვას.(იხ. დანართი „კონტრაქტორის მართვის გეგმა“)
  • ტენდერში მონაწილემ უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო შემოწმება მასალის მიწოდებამდე და წარმოადგინოს ყველა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შემოწმების ოქმები, სერტიფიკატები და სხვა).
  • სატენდერო წინდადებით გათვალისწინებული მასალის ჩამონათვალის გარდა წარმოდგენილი უნდა იყოს, ყველა შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური სპეციფიკაცია, მწარმოებელი, ხარისხის და წარმოშობის სერტფიკატები. 
  • დამკვეთი უფლებამოსილია მოსთხოვოს პრეტენდენტს შემოთავაზებული მასალის ჩანაცვლება სხვა სპეციფიფიკაციის ან მწარმოებლის საქონლით. კონტრაქტორს არ აქვს უფლება ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე შეცვალოს სატენდერო წინადადებით დამკვეთთან შეთანხმებული მასალა, შეთანხმებისა და წინასწარი წერილობითი დასტურის მიღების გარეშე.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი (დანართი N1)
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადის და პირობების შესახებ 1.7 პუნქტის შესაბამისად;
  • შემოთავაზებული საქონლის პასპორტი ან/და ექსპლუატაციის სახელმძღვანელო, სადაც გაწერილი იქნება საქონლის ტექნიკური მახასიათებლები. (ასლი/ნიმუში).
  • იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე კომპანია არ არის შემოთავაზებული საქონლის უშუალო მწარმოებელი, ვალდებულია წარმოადგინოს საქონლის მწარმოებელთან გაფორმებული ექსკლუზივის დამადასტურებელი ხელშეკრულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ;
  • სატენდერო დოკუმენტაციის პირობებზე თანხმობის წერილი დადასტურებული
  • ფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით. 
  • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდა ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 11 ნოემბერი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ლელა გაგუა
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. 10
ელ. ფოსტა: lgagua@gwp.ge
ტელ.: 597 924 160

საკონტაქტო პირი: დიანა ბიჩელაშვილი
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. 10
ელ. ფოსტა: dbichelashvili@grpc.ge
ტელ.: 555 004 949

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. 10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: 599 505 067

ტენდერის კატეგორია:

  • 38500000 საკონტროლო და გამოსაცდელი აპარატურა
  • 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

დოკუმენტაცია

ქსელის წესები 28 01 21 ცვლილება 30 03 2021 ქსელის წესები 28 01 21 ცვლილება 30 03 2021
დანართი N3-ობიექტების ჩამონათვალი დანართი N3-ობიექტების ჩამონათვალი
დანართი N2-3 ტექ დავალება (პირდაპირი მიერთება) დანართი N2-3 ტექ დავალება (პირდაპირი მიერთება)
დანართი N2-2 ტექ დავალება (ირიბი მიერთება) - Copy დანართი N2-2 ტექ დავალება (ირიბი მიერთება) - Copy
დანართი N2-1 ტექ დავალება (ირიბი მიერთება) დანართი N2-1 ტექ დავალება (ირიბი მიერთება)
დანართი N1 განფასება დანართი N1 განფასება
GWP კვანძის მოწყობა სატენდერო განაცხადი 20 07 21 GWP კვანძის მოწყობა სატენდერო განაცხადი 20 07 21
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ყველას ჩამოტვირთვა

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    8 ნოემბერი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა