ჩაბარების ვადა:

12 ნოემბერი 2021, 19:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T11055 - ტენდერი Thales Payshield 9000 HSM სტანდარტული მხარდაჭერის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს ჯორჯიან ქარდი აცხადებს ტენდერს Thales Payshield 9000 HSM -ის სტანდარტული მხარდაჭერის მომსახურების შესყიდვაზე.

ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული დოკუმენტები;
  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება). ამასთან ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვეს;
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს პროგრამული უზრუნველყოფის, შესაბამისი ლიცენზიისა და მხარდაჭერის მომსახურების ჯამური ფასი;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში;
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ერთჯერადად მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს თანდართული ფასების ცხრილის ფორმატის დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში წინადადება არ განიხილება

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1); 
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • MAF ფორმა, რომელსაც მწარმოებელი აძლევს პარტნიორ კომპანიებს (reseller) იმის დასტურად რომ ნამდვილად არიან მწარმოებლის მიერ აკრედიტირებული პარტნიორები.
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;

დავალებათა აღწერილობა:

  • მოწოდება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2021 წლის 22 ნოემბრისა.
  • Thales Payshield 9000 HSM -ის სტანდარტული მხარდაჭერის მომსახურების შესყიდვა.
  • რაოდენობა 4 ცალი
  • პერიოდი 1 წელი

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის მომსახურების მინიმუმ ორი ხელშეკრულების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიც განხორციელებული უნდა იყოს ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს MAF [Manufacturer Authorization Form] ფორმა, რომელსაც მწარმოებელი აძლევს პარტნიორ კომპანიებს (reseller) იმის დასტურად რომ ნამდვილად არიან მწარმოებლის მიერ აკრედიტირებული პარტნიორები.
  • წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 12 ნოემბერი, 19:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ ტაბატაძე
ელ.ფოსტა: TENDERS@GC.GE
მობ: +995 577 331197

ტენდერის კატეგორია:

  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 72600000 კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    3 ნოემბერი 2021 დრო 16:33
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა