ჩაბარების ვადა:

15 ნოემბერი 2021, 20:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T11107 - ტენდერი მესტიაჭალა 1 ჰესის წყალმიმღებზე სათუნუქე სამუშაოების მიღებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს სვანეთი ჰიდრო (ს/კ 405021275) (შემდგომში “დამკვეთი”) აცხადებს ტენდერს ტექნიკური და კომერციული წინადადების მისაღებად (შემდგომში „სატენდერო წინადადება”) ტენდერში მონაწილეებისგან (შემდგომში “პრეტენდენტი ”) მესტიაჭალა 1  ჰესისთვის სათუნუქე სამუშაოების მიღებაზე.   

ზოგადი პირობები:

  • დამკვეთი უფლებამოსილი მიიღოს ან უარყოს ნებისმიერი „სატენდერო წინდადება“, განახორციელოს შეკვეთის განთავსება ნაწილობრივ ან სრულად, წინამდებარე დოკუმენტის განფასების მიხედვით. 
  • დამკვეთი დამოუკიდებლად მოახდენს სატენდერო წინადადების შეფასებას და მიიჩნევს მას , როგორც მოთხოვნების შესაბამისს ან არასრულს. 
  • დამკვეთი უფლებამოსილი აწარმოოს პრეტენდენტებთან დამატებითი კომუნიკაცია დაზუსტების მიზნით. დამკვეთი არ არის ვალდებული გაუზიაროს სხვა მონაწილეებს, რომელიმე კონკრეტული პრეტენდენტისგან მიღებული მონაცემები. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გაზიარება, რომელიც საჭიროა წინადადების მოსამზადებლად დამკვეთის მხრიდან განხორციელდება ყველა პრეტენდენტის მიმართ ერთდროულად.  
  • დამკვეთის მხრიდან სატენდერო წინადადების შერჩევა განპირობებული იქნება გამოცდილების, ხარისხის, შესრულების ვადების, საგარანტიო პირობების, ან სხვა რომელიმე კრიტერიუმის საფუძველზე და არა მხოლოდ ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით. 
  • ფინანსური წინადადებიდან გამომდინარე დამკვეთი უფლებამოსილია მოახდინოს გარკვეული კომპონენტების შეცვლა/ჩანაცვლება ან ამოღება წინასწარ განსაზღვრული ჩამონათვალიდან, ასევე აწარმოოს მოლაპარაკება დამკვეთის მოთხოვნების სრული შესაბამისობის მისაღწევად.   
  • ტენდერის დასრულების თარიღის გასვლის შემდეგ, დამკვეთი არაა ვალდებული მიღებულ სატენდერო წინადადებაზე აწარმოოს მოლაპარაკება ან განათავსოს შეკვეთა ასეთი წინადადების წარმდგენ პრეტენდენტთან. 
  • იმ შემთხვევაში, თუ წარმატებული პრეტენდენტი ვერ შეძლებს სატენდერო წინადადებაში წარმოდგენილი პირობების დაცვას, დამკვეთი უფლებამოსილია გაუქმოს შეკვეთა/კონტრაქტი შერჩეულ კომპანიასთან საჯარიმო სანქციების გარეშე დამკვეთის მიმართ, და გადასცეს დაკვეთა სხვა პრეტენდენტს ან გაუქმოს ტენდერი. 
  • სატენდერო წინადადება არ წარმოადგენს დაკვეთის შეთანხმებას ან ოფიციალური შეკვეთის ფორმას, პრეტენდენტის მიერ წინადადების წარდგენა ნებაყოფლობითია. 
  • სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ ის გაეცნო ტენდერის ყველა მოთხოვნას და ვალდებულია დაიცვას ყველა ეს პირობა, დამკვეთის მხრიდან სატენდერო წინადადების მიღების შემთხვევაში. სატენდერო წინადადების მომზადებასთან და წარდგენასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება პრეტენდენტს, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული იქნება ეს წინადადება თუ არა დამკვეთის მხრიდან. 
  • სატენდერო წინადადება ხელმოწერილი უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ. წინადადებაში დაფიქსირებული უნდა იქნას საკონტაქტო პირი, რომელიც უფლებამოსილი იქნება მოლაპარაკებების წარმოებაზე ტენდერში მონაწილე კომპანიის მხრიდან.
  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს კომპანიის დასახელების მითითებით, კომპანიის ბლანკზე უფლება მოსილი პირის ხელმოწერით

კომუნიკაცია და ინფორმაციის მოთხოვნა:

  • ნებისმიერი კომუნიკაცია და ინფორმაციის მოთხოვნა ტენდერთან დაკავშირებით გაგზავნილი უნდა იქნეს წერილობით, შემდეგ ელ.ფოსტაზე: dbichelashvili@grpc.ge. ყველა კითხვა გაგზავნილ უნდა იქნას ტენდერის დასრულების ვადის ამოწურვამდე 1 (ერთი) სამუშაო დღით  ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია არ გასცეს პასუხი მონაწილე კომპანიებს. 
  • წერილობით კომუნიკაციაში
  • ნებისმიერ ინფორმაცია/პასუხი გაეგზავნება ყველა პრეტენდენტს წერილობით ელ.ფოსტით. ტენდერის დასრულების თარიღის შემდგომ ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხი არ გაიგზავნება.
  • დამკვეთი რეკომენდაციას უწევს ტენდერში მონაწილეს ადგილმდებარეობის უკეთ შესასწავლად  ადგილზე ჩავიდეს და შეამოწმოს სამუშაო ლოკაცია. ვიზიტის ხარჯებს უზრუნველყოფს ტენდერში მონაწილე.
  • სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

პრეტენდენტების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი ფორმატით:

  • ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ- კომპანიის ზოგადი აღწერა, თანამშრომლების რაოდენობა, სამუშაოებში შესრულებაში ჩართული თანამშრომლების რაოდენობა და კვალიფიკაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, მოთხოვნის მიხედვით;

გამოცდილება:

  • შესრულებული სამუშოაების ზოგადი ჩამონათვალი: ბოლო 3 წლის მანძილზე მსგავსი პროექტების ჩამონათვალი (დასრულებული და მიმდინარე); რეკომენდაციების წარდგენა მოთხოვნის შემთხვევაში.
  • შემოთავაზებული ქვე-კონტრაქტორები (არსებობის შემთხვევაში)- კომპანიის დასახელება და ინფორმაცია, სამუშაო მოცულობა/აღწერა რომელისაც ქვე-კონტრაქტორი შეასრულებს;
  • ტექნიკური ინფორმაცია- მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაცია, სამუშაო პროცესის აღწერა და ეტაპები; 
  • შემოთავაზებული სამუშაო შესრულების დეტალური გეგმა-გრაფიკი ;
  • კომერციული წინდადება: ფასები წარდგენილი უნდა იქნას ლარში, დამატებითი ღირებულების ჩათვლით, ფასი უნდა შეიცავდეს სპეციალისტების ტრანსპორტირების, და მომსახურების  ფასს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისა და სავალდებულო შენატანების ჩათვლით. 

მომსახურებისა და სამუშაოების ზოგადი აღწერა:

  • სს სვანეთი ჰიდროს მფლობელობაში არსებულ მესტიაჭალა  1 ჰესის - ის წყალმიმღებზე შესასრულებელი სათუნუქე სამუშაოების ზოგადი აღწერა:
  • სამუშაოები ჩასატარებელია წყალმიმღებ.2.1-სა და წყალმიმღებ2.2-ზე. არსებული ბეტონი განიცდის ცვეთას  წყლის დაცემის წერტილში, საჭიროა გაცვეთილი ბეტონის აღდგენა და შემდეგ მასზე  8-მმ-ის  სისქე ფოლადის ფურცლის გადაკვრა. საერთო დაახლოებითი მოცულობა შეადგენს 110-120მ²-ს. აღნიშნული ფოლადის ფურცელი უნდა დაეკრას ბეტონზე 20მმ დიამეტრის ანკერით/დუბელით (დაახლოებით 300 ცალი), რის შემდეგ განხორციელდება შედუღების სამუშაოების წარმოება.
  • სამუშაოების მსვლელობისას უნდა შესრულდეს: ბეტონის გასწორება; ფოლადის ფურცლის დაკვრა 110-120მ²; ანკერით/დუბელებით დამაგრება; ცვეთამედეგი საღებავით ახალი ფურცლის ზედაპირის დაფარვა.
  • დამატებითი ინფორმაცია ტექნიკური დავალების შესახებ წარმოდგენილია დანართი #1-ში.

გეგმა-გრაფიკი/შესრულების ვადები:

  • გთხოვთ, წარმოადგინოთ მომსახურების გაწევის პროცესის გეგმა-გრაფიკი ეტაპების მიხედვით. 

ქვეკონტრაქტორი:

  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია ნებისმიერ ქვეკონტრაქტორზე, რომელიც ჩაერთვება მომსახურების შესრულებაში. ქვეკონტრაქტორი უნდა აკმაყოფილებდეს იმავე ხარისხის სტანდარტებსა, რაც მოთხოვნილია ტენდერში მონაწილის მიმართ. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულ მომსახურების ნებისმიერ მოცულობაზე.

კომერციული წინადადება:

  • ფასები წარდგენილი უნდა იქნას ლარში, დამატებითი ღირებულების ჩათვლით, ფასი უნდა შეიცავდეს ტრანსპორტირების, პროექტის დაზღვევის და მომსახურების ფასს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებსა და სავალდებულო შენატანებს. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დეტალური განფასება.
  • წარმოდგენილი ერთეული ფასები ფიქსირებულია, ან ღირებულების ცვლილების ალბათობის შემთხვევაში ფასწარმოქმნის  დეტალური კალკულაცია უნდა იქნეს წარმოდგენილი (ვალუტის კურსი, ტარიფი და ასე შემდეგ).
  • გადახდის პირობა: მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდება მიღება-ჩაბარების ორმხრივად გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის მანძილზე.

შეფასების პროცესი:

  • სატენდერო წინადადების შეფასების პროცესში, სატენდერო კომიტეტი შეაფასებს: კვალიფიკაციასა და გამოცდილებას, ხარისხს, კომერციულ ნაწილს, შესრულების ვადებს. შეფასების პირველი ეტაპის შემდგომ, შესაძლებელია განხორციელდეს კომუნიკაცია მონაწილე კომპანიებთან დამატებითი დაზუსტებების მიზნით.

დამატება ცვლილება:

  • დამკვეთის მხრიდან სატენდერო პაკეტის ნებისმიერი ცვლილება ან დამატებითი ინფორმაცია გაიგზავნება წერილობით ელ. ფოსტის საშუალებით ყველა პრეტენდენტთან და გამოცხადდება tenders.ge-ზე. ტენდერში მონაწილემ თავის მხრივ უნდა დაადასტუროს ინფორმაციის მიღება. იმ შემთხვევაში. თუ დამატებითი ცვლილების ან ინფორმაციის გათვალისწინება არ მოხდება სატენდერო წინადადებაში, დამკვეთი უფლებამოსილია არ მიიღოს ასეთი სატენდერო წინადადება.

კონტრაქტორის მართვის გეგმა, შრომის უსაფრთხოების და დასაქმებული პერსონალის ქცევის სტანდარტები:

  • კონტრაქტორის მართვის გეგმა იძლევა სრულ ინფორმაციას, რაც უზრუნველყოფს
    თანმიმდევრულ და ეფექტიან კონტროლს კონტრაქტორის მხრიდან ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და უშიშროების მართვის თვალსაზრისით. კონტრაქტორის მართვის გეგმა, ასევე, უზრუნველყოფს GGU ESMS–ით (გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სისტემა), საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკით გათვალისწინებული საკითხების, ასევე,  IFC (International Finance Corporations) შესრულების სტანდარტების შესრულებას.
  • პრეტენდენტი ვალდებულია გაეცნოს კონტრაქტორის მართვის გეგმას, რომლის დანერგვასა და სამუშაო პროცესში მის სრულ დაცვას უზრუნველყოფს დამკვეთთან ერთად. 
  • პრეტენდეტმა კონტრაქტორის განაცხადის შევსებით და ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ გაეცნო ქვემო ჩამოთვლილ დოკუმენტაციას და ადასტურებს სამუშაო პროცესში მასში გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას.
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია საკუთარი და ქვეკონტრაქტორის პერსონალის მხრიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, როგორც სამუშაო ასევე ტრანსპორტირების და ტექნიკის ექსპლუატაციის პროცესში. ტენდერში შერჩეული კომპანია განახორციელებს პერსონალის ინსტრუქტაჟს, ტრეინინგსა და შრომისა უსაფრთხოების ეკიპირებით აღჭურვას.

დოკუმენტაცია და კონფიდენციალურობა:

  • ყველა ნახაზი და ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც მომზადდება მიმდინარე ტენდერით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში წარმოადგენს დამკვეთის საკუთრებას. მათი გამოყენება, შეცვლა ან მესამე მხარისთვის გადაცემა დამკვეთის თანხმობის გარეშე დაუშვებელია.
  • პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალის განსაზღვრა მოხდება  მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმების საფუძველზე.
  • მიმდინარე ტენდერის და პროექტის განხორციელების პროცესში გამოყენებული ყველა დოკუმენტაცია და გაცემული ინფორმაცია არის კონფიდენციალური. კონტრაქტორი და მისი  ნებისმიერი ქვეკონტრაქტორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ვალდებულები არიან დაიცვან კონფიდენციალურობა. 

ტენდერში მონაწილემ  უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია და ქვემო ჩამოთვლილი დოკუმენტაცია  დამატებითი მოთხოვნის საფუძველზე:

  • განახლებული ამონაწერი რეესტრიდან
  • ვალიდური სერტიფიკატები/ლიცენზიები (ასეთის, არსებობის შემთხვევაში)
  • სრული საბანკო რეკვიზიტები
  • კომპანიას არ უნდა გააჩნდეს დავალიანება ბიუჯეტის მიმართ
  • ბოლო სამი წლის მანძილზე სასამართლო დავების არსებობის შემთხვევაში, კომპანიამ უნდა წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021წლის 15 ნოემბერი 20:00 საათამდე.
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    12 ნოემბერი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა