
ჩაბარების ვადა:
19 თებერვალი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1113 - ტენდერი ამწეების სადიაგნოსტიკო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორი ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს ხიდურა ამწეების სადიაგნოსტიკო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე
სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა:
- საქართველო, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვეჯინი - ალაზანი ჰეს-ი;
- საქართველოს, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვეჯინი - ალაზანი 2 ჰეს-ი;
- საქართველო, გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვეში - ტირიფონი ჰეს-ი;
- საქართველო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. გომი - ბჟუჟა ჰეს-ი.
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დაინტერესებულმა თითოეული ამწისთვის ადგილზე უნდა შეისწავლონ სიტუაცია და ამის შემდგომ უნდა წარმოადგინონ წინადადება.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- შემოთავაზებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ეროვნულ ვალუტაში (პრეტენდენტმა აუცილებლად უნდა მიუთითოს ფასი დღგ-ს ჩათვლით არის მოცემული, თუ გარეშე);
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 19 თებერვლის 17:00 საათამდე.
- გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 50%; სამუშაოს შესრულების ვადები - 30%; გადახდის პირობები - 10%; ანალოგიური გამოცდილება - 10%.
- შედეგები ცნობილი გახდება 2016 წლის 22 თებერვალს.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე; 591931010, საკონტაქტო პირი თეიმურაზ ჩიჩუა. წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.