ჩაბარების ვადა:

6 დეკემბერი 2021, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T11234 - ტენდერი ობიექტების ბრენდირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:  

  • ნომრით #-EF-GE/572
  • დანიშნულება: ობიექტების ბრენდირება

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ვიზუალი; - ფაილების გაზიარება მოხდება ფასების წარდგენის შემდეგ

დაინტერესებულმა პირებმა მეილზე უნდა გამოაგზავნონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ტენდერის პირობები:

  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
  • კომენტარად მიუთითეთ რეგიონში მივლინების საფასური
  • თუ ხართ კომპანია, რომელიც მხოლოდ თბილისის გარეთ ფუნქციონირებს, გთხოვთ, თქვენც მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენს კომპანიაზე და მიიღოთ ტენდერში მონაწილოება
  • გადახდის პირობები: საქონლის მიღებიდან 60  დღე; (შეთანხმებადია)
  • ფასების მოწოდება უნდა მოხდეს შემდები პრინციპით:
 
1 კვ.მ. ფასი
მასალის დასახელება თბილისი დასავლეთი აღმოსავლეთი
ნავესი      
სტიკერი      
ბადე სტიკერი      
ლაით ბოქსი      
ჩარჩო ბანერი      
ბანერის გადაჭიმვა      
მოცულობითი ასოები      

 

შერჩეული კომპანიის მოვალეობები:

  • კომპანიას გაეგზავნება დასაბრენდი ობიექტის მონაცემები (მისამართი, სახელწოდება, საკონტაქტო პირი და ა.შ) და ამ მისამართზე უნდა მივიდეს ტექნიკური ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს აზომვით სამუშაოებს;
  • აზომვითი სამუშაოების საფუძველზე კომპანიამ უნდა დაამუშაოს დიზაინი, მოარგოს კონკრეტულ ობიექტს და გამოაგზავნოს ვიზუალი დასამტკიცებლად;
  • დიზაინის დადასტურების შემდეგ უნდა დაიბრენდოს ობიექტი შეთანხმებული დეტალების შესაბამისად. 

მეილში აუცილებლად მიუთითეთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია:  პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება: 22.11.2021, 10:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება: 06.12.2021, 16:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მეილზე მიმართოთ:
გვანცა უთურაშვილი
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელ.ფოსტა: tenders@ge.anadoluefes.comGvantsa.uturashvili@ge.anadoluefes.com

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები