
19 თებერვალი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT1142 - ტენდერი გათბობა კონდიცირების სისტემის (VRF) შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ გიწვევთ VRF სისტემის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
VRF სისტემის ტექნიკური აღწერა და მოთხოვნები აღწერილია დანართ I-ში, რომელიც თან ახლავს სატენდერო განცხადებას. ასევე დანართის სახით წარმოდგენილია ოფისის გათბობა კონდიცირების პროექტი და VRF ბლოკების განაწილების გეგმა. დაინტერესებულმა პირებმა სრულად უნდა შეავსონ დანართი I.
ტენდერი ჩატარდება შემდეგ ვადებში:
ტენდერის გამოცხადება - 11.02.2016
სატენდერო წინადადებების მიღება - 19.02.2016
გამარჯვებული პრეტენდენტის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა - 24.02.2016
ხელშეკრულების გაფორმება - 27.02.2016
ტენდერში მონაწილეობისთვის გთხოვთ სრულად შეავსოთ თანდართული შემოთავაზების ფორმა.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2016 წლის, 19 თებერვლის, 18:00 საათისა, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: tenders@aldagi.ge
კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: tenders@aldagi.ge
გისურვებთ წარმატებას.