ჩაბარების ვადა:

24 იანვარი 2022, 18:00

სტატუსი:

არ შედგა

E
ელ. ტენდერი
T11842 - ტენდერი ჭიათურაში მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი ე.წ. კოპერატორული ქარხნების წყალგამწმენდი ინფრასტრუქტურის პროექტირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

მანგანუმ ლოჯისტიკი აცხადებს ტენდერს ჭიათურაში მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი ე.წ. კოპერატორული ქარხნების წყალგამწმენდი ინფრასტრუქტურის პროექტირებაზე.

დაპროექტებული სისტემა ტექნოლოგიურად უნდა უზრუნველყოფდეს ქარხნების მიერ მანგანუმის მადნის გამდიდრების შედეგად დაბინძურებული წყლის გაწმენდას და მათგან შლამების სეპარირებას.(დასაპროექტებელი ქარხნების ტექნიკური მონაცემები დანართის სახით თან ერთვის წინამდებარე ტექნიკურ დავალებას)

სეპარირების შედეგად მიღებულ შლამები უნდა იყოს მშრალ მდგოიარეობაში (ნესტიანობა არ უნდა აღემატებოდეს -22%-ს)

წყალგამწმენდი სისტემის ეფექტიანი პროექტირების მიზნით დასაშვებია როგორც ქარხნისთვის ინდივიდუალური წყალგამწმენდი სისტემის ოწყობა, ასევე რამდენიმე ქარხნის გაერთიანება და ერთიანი წყალგამწმენდი სისტემის მოწყობა.

პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს წყლის გაწმენდის ტექნოლოგიური პროცესის წინა საპროექტო დოკუმენტაცია წყლის გაწმენდისკონკრეტული ტექნოლოგიური ციკლის აღწერით (ტექნოლოგიური ციკლი არ უნდა მოიცავდეს კოაგულანტების გამოყენებას) და ასევე პროექტის სავარაუდო ღირებულება 

წყალგამწმენდი ნაგებობისა და ტექნოლოგიების განთავსება უნდა დაიგეგმოს დასაპროექტებელი ქარხნებისა ან\და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. 

საბოლოო პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. იმდაგვარად, რომ მათი წარდგენის საფუძველზე მოხდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოხდეს მშენებლობის ნებართვის გაცემა.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე:  www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულუნდა იქნას www.tenders.ge -ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 24 იანვარი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში; 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირი: ირაკლი ნოზაძე
მობ: 577257515

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    20 იანვარი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა