
ჩაბარების ვადა:
18 მარტი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1185 - ტენდერი ვაკუუმური ამომრთველის შესყიდვაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული დოკუმენტაცია.
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს ვაკუუმური ამომრთველის შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტის დახასიათება:
- ნომინალური ძაბვა: 36000 ვოლტი;
- ნომინალური დენი: არანაკლებ 1500 ამპერისა;
- ნომინალური გამორთვის დენი: 25 KA;
- სიხშირე: 50 Hz
- ამძრავის ნომინალური ძაბვა: 110 ვოლტი;
- მართვის წრედების ნომინალური ძაბვა: 110 ვოლტი
- უნდა მოყვებოდეს აზოტის შესაშვებად საჭირო მოწყობილობა:
- მაღალი წნევის შლანგი;
- მანომეტრი;
- ონკანი;
- გადამყვანი; - ტექნიკური და საექსპლუატაციო დოკუმენტაცია;
- მომწოდებლის მიერ მოწოდებული უნდა იქნას გარდამავალი წინაღობისა და კონტაქტების შეკვრის ერთდროულობის გამოცდის ოქმები.
- რაოდენობა - 1 ცალი.
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- შემოთავაზებული პროდუქტის ღირებულება;
- შემოთავაზებული პროდუქტის ტექნიკური სპეციფიკაცია;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია პროდუქტის მიწოდების ვადების შესახებ;
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 18 მარტის 17:00 საათამდე.
- გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; ტექნიკური სპეციფიკაცია - 30%; სამუშაოს შესრულების ვადები - 20%; გადახდის პირობები - 10%;
- შედეგები ცნობილი გახდება 2016 წლის 21 მარტს.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ. ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით - 577 62 62 40, საკონტაქტო პირი მალხაზ სამინავა; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით - 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე; წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.