ჩაბარების ვადა:

4 თებერვალი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T11862 - ტენდერი მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ევექს-ლოჯისტიკა“ ევექსის ქსელის ჰოსპიტალებისა და კლინიკებისთვის აცხადებს ტენდერს მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის ცენტრალიზებულ შესყიდვაზე. 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წამოგვიდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალის ჩამონათვალი თანდართულია ელექტრონული ვერსიის სახით (დანართი #1).
  • ხელმოწერილი შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (დანართი #2).
  • ხელმოწერილი აფედავიტი (დანართი #3).
  • პრეტენდენტი იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიიდან.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა არ უნდა იყოს ნაკლები ამ საქონლის სრული ვარგისიანობის ვადის 80%-სა. საქონლის ვარგისობის ვადა შესაძლებელია იყოს განსხვავებული მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით.
  • შესაძლებლობის ფარგლებში, პროდუქციის მომარაგების უწყვეტი უზრუნველყოფა ტენდერის მოქმედების პერიოდში - 1 წლის განმავლობაში.
  • ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმება მოხდება წინამდებარე დოკუმენტზე თანდართული ხელშეკრულების ნიმუშის პირობების შესაბამისად.
  • წარმოდგენილ წინადადებაში (დანართი #1), გთხოვთ, მიუთითოთ თქვენს მიერ შემოთავაზებული მედიკამენტის და სახარჯი მასალების დასახელება, მწარმოებელი კომპანია, აქტიური სუბსტანციის/ნედლეულის მწარმოებელი ქვეყანა, შეფუთვის ქვეყანა, ფასი (ერთეულის), ვალუტა.  აუცილებლად მიუთითეთ კომენტარის ველში, თუ შემოთავაზებული პრეპარატის ფორმა, დოზა ან სხვა პარამეტრი არ ემთხვევა ტენდერის მოთხოვნას

გამარჯვებულის გამოვლენისას პრიორიტეტული მნიშვნელობა მიენიჭება წინადადებაში მითითებულ ფასსა და პროდუქტის ხარისხს. შემოთავაზებული თითოეული მედიკამენტი და სამედიცინო სახარჯი მასალის სახეობა განიხილება ინდივიდუალურად

თანდართულ დოკუმენტაციაში ასევე მოცემულია ხელშეკრულების სტანდარტული ნიმუში დანართებით.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შესყიდვაში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტმა შემსყიდვლის მიერ მოთხოვნილი, სატენდერო წინადადება უნდა წარადგინოს ელექტრონულად მეილის სახით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე Local-Procurements@evex.ge არაუგვიანეს 2022 წლის 4 თებერვლის 18 საათისა.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ჰოსპიტალური სამედიცინო შესყიდვების უფროსი
მარიამ მათეშვილი
მობ: 595 527850
ელ. ფოსტა: Local-Procurements@evex.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები
  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები