ჩაბარების ვადა:

28 იანვარი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T11877 - ტენდერი სავენტილაციო არხების სისტემის პროექტირებასა და მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ აცხადებს ტენდერს სავენტილაციო არხების სისტემის პროექტირებასა და მონტაჟზე.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კომპანიის მიმოხილვა
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის (დანართი #1) მიხედვით (შესაძლებელია დანართის კორექტირება პრეტენდენტის მიერ  საჭიროებებისამებრ.)
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
  • უკანასკნელი 2 წლის მანძილზე განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი (დამკვეთი ორგანიზაციის საკონტაკტო პირის მითითებითა და მათ მიერ გაცემული რეკომენდაცია). არსებობის შეთხვევაში.

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

  • • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფომებიდან 4 (ოთხი) თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს პროექტის შექმნა და ამავე პროექტის მიხედვით  სისტემის მონტაჟი, თუ არ არსებობს მხარეთა შორის სხვა შეთანხმება.
  • • საქონლის/მომსახურების მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

შენიშვნა:

  • საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში;

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 
  • კლინიკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება პერიოდულად, ფაქტიურად მოწოდებული საქონლისა და თანმდევი მომსახურების შესაბამისად, ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების დაცვით.

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

  • პრეტენდენტი ვალდებულია კლინიკის წარმომადგენლებთან ერთად (საკ ნომერი: 577776270) წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაოები; 
  • შესასრულებელი სამუშაოების (ჰაერსატარი არხების) საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 3500 კვადრატულ მეტრს.
  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 28 იანვარი 18:00 საათი;
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს  მითითებულ ელ.ფოსტაზე: info@gudushauri.ge
  • ამავე მეილიდან, კლინიკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების  მიღების დადასტურება. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე; 557 109 026

ნიმუშ(ებ)ის წარმოდგენა:

  • მოთხოვნის შემთხვევაში პრეტენდენტმა არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა უნდა წარმოადგინოს მოსაწოდებელი საქონლის ნიმუში ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ.N12/ ლუბლიანას ქ. N66; შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“
  • გამარჯვებული კომპანიის ნიმუშები შეინახება კლინიკის საწყობში და დადარდება ყოველ ჯერზე მოწოდებულ პროდუქციასთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები