ჩაბარების ვადა:

1 თებერვალი 2022, 14:00

სტატუსი:

შეწყვეტილი

E
ელ. ტენდერი
T11878 - ტენდერი ალუკაბონდის პანელების დამზადებასა და დემონტაჟი - მონტაჟზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

თბილისი მოლი აცხადებს ტენდერს ალუკაბონდის პანელების დამზადებასა და დემონტაჟი - მონტაჟზე.

სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლის“ შენობა მდებარეობს დავით აღმაშენებლის ხეივნის N 213

შენობა 4 სართულიანია და შედგება სამი ბლოკისაგან (A, B და C ბლოკებისგან), რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია სეისმური ნაკერებით. 

არსებული ტექნიკური მოთხოვნები ითვალისწინებს სავაჭრო ცენტრის კორიდორებში მდებარე წრიული კოლონების ალუკაბონდის გარსაცმების ერთიან დიზაინში მოყვანას, კერძოდ ყველა ოქროსფერი კოლონების შეცვლას ვერცხლისფერი ალუკაბონდით და ვერცხლისფერი კოლონების ალუკაბონდის შეცვლას ერთიან ვერცხლისფერ ფერში დასმას, რადგანაც არსებული ვერცხლისფერი კოლონების ტონალობა განსხვავდება ერთმანეთისგან.

ტექნიკური დავალება:

  • შეიცვალოს ყველა ოქროსფერი ალუკაბონდის კოლონის გარსაცმი ვერცხლისფერი ალუკაბონდის გარსაცმით;
  • შეიცვალოს დაზიანებული ვეცხლისფერი ალუკაბონდის გარსაცმები ერთიანი ტონალობის ვერცხლისფერი ალუკაბონდის გარსაცმით;
  • დამაგრების მეთოდი დარჩეს იგივე რაც არსებულია, ან შემოთავაზებული იქნას უკეთესი მეთოდი;
  • კოლონის ქვედა ნაწილში გაუკეთდეს შავი ფერის 10სმ სიმაღლის ალუკაბონდის შეწეული ზოლოვანა, რომელიც მყარად იქნება დამაგრებული მეტალის კარკასზე.
  • ალუკაბონდის ზედაპირზე არ უნდა ჩანდეს არანაირი სამაგრი დეტალები, როგორიცაა: ჭანჭიკის თავები, მოქლონები, მავთულები, სკობები და ა.შ. 
  • შემოიღობოს საშენებლო არე შესაბამისი ზღუდარებით, სასურველია გადასაადგილებელი კონტრასტული ღობით და შესაბამისი ამკრძალავი ნიშნებით. ვიზუალი წინასწარ შეთანხმდეს მოლის ადმინისტრაციასთან.
  • ალუკაბონდის სექტორთაშორისი ღრეჩოები ყველგან უნდა იყოს თანაბარი ზომის

შენიშვნა:

  • ყველა სამუშაო უნდა იყოს შესრულებული მაღალი ხარისხით და პროფესიონალურად. 
  • სამუშაოთა მწარმოებელმა უნდა მოიტანოს ყველა საჭირო იარაღი თუ სამუშაო საშუალება, რაც საჭიროა სამუშაოს შესრულებისთვის.
  • კონტრაქტორი ვალდებულია მოაწყოს სამშენებლო მოედნის შემოსაღობი ბარიერები, რათა ვერ მოხდეს მოედანზე არასათანადო პირების მოხვედრა.
  • კონტრაქტორი ვალდებულია სამუშაო დღის ბოლოს დაასუფთაოს სამშენებლო მოედანი.
  • დემონტაჟის დროს, კერამიკული ფილების ან სხვა მასალების დაზიანების შემთხვევაში, კონტრაქტორი ვალდებულია უზრუნველყოს მათი შეცვლა იგივე ტიპის მასალებით.
  • ხმაურიანი სამუშაოები უნდა იწარმოებოდეს მოლის არასამუშაო საათებში და შეთანხმდეს კინოთეატრის ღამის სეანსების გრაფიკთან

სამუშაოთა წარმოების გრაფიკი:
პროექტში წარმოდგენილი სამუშაოთა წარმოების გრაფიკი უნდა შეიცავდეს:

  • სამუშაოთა დასახელებას, სასურველია მათი შესრულების რიგითობით;
  • შესაბამისი სამუშაოების დაწყება/დამთავრების დროს. გრაფიკულად;
  • სამუშაოს შესასრულებლად საჭირო მოწყობილობების გამოყენების დროს, როგორიცაა ხარაჩო, სახვრეტი/სანგრევი ინსტრუმენტები და ა.შ.;
  • მასალის და სამშენებლო დანადგარების მოლში შემოტანის დროს;

ჩვენი მხრიდან იქნება მოწოდებული ინფორმაცია როდის (დროის რა მონაკვეთში) შეიძლება სამუშაოების წარმოება. 

შენიშვნა: დაფარულ სამუშაოებზე უნდა შედგეს შესაბამისი აქტი, რომელიც ასახავს ობიექტზე, იმ დროისთვის ზედაპირების რეალურ მდგომარეობას.

უსაფრთხოების ნორმები:

  • ყველა სამუშაო რომელიც იწარმოებს მოლში და მის გარშემო ტერიტორიაზე უნდა აკმაყოფილებდეს შრომის და პირადი უსაფრთხოების ნორმებს. 
  • სამუშაოთა დაწყების წინ მოლის უსაფრთხოების მენეჯერი კონტრაქტორების შემადგენლობას გააცნობს უსაფრთხოების ნორმებს.
  • სამუშაოთა წარმოება დაშვებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა იქნება ხელმოწერილი დოკუმენტი, მომუშავე პერსონალისა და მოლის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ

განფასება:

  • განფასებაში უნდა იყოს მითითებული ყველა სახის დანახარჯი რაც საჭირო იქნება პროექტის სრული შესრულებისთვის, გადასახადების ჩათვლით.
  • განფასებაში დეტალურად უნდა იყოს გაწერილი ყველა სამუშაოს ღირებულება, მასალებისა და ინსტალაციის ფასებით განცალკევებთ.
  • მოლის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, საგარანტიო პერიოდის გასვლამდე, დაიტოვოს პროექტის საერთო ღირებულების 5%, რომელიც საგარანტიონ პერიოდის გასვლისთანავე გადეხდება კონტრაქტორს.

გარანტია:

  • გარანტია სამშენებლო სამუშაოებზე 1 წელი. 
  • კონტრაქტორი ვალდებულია საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მოახდინოს ყველა არამექანიკური დაზიანებების ლიკვიდაცია საკუთარი სახსრებით.

ტექნიკური მონაცემები:

  • კოლონების საერთო რაოდენობა შეადგენს 179 ერთეულს. 
  • კოლონების ტექნიკური მონაცემები (სიმაღლეები, დიამეტრები და სექტორები) მოცემულია დანართი 1-ში;
  • სილიკონური გერმეტიკის მასალა უნდა იყოს: BASF MasterSeal®123NS ან იგივე ტიპის სილიკონური გერმეტიკი. რუხი ფერის.

პრეტენდენტებმა ფასები უნდა მოგვაწოდონ დანართი 3 ში მითითებული ცხრილის შესაბამისად.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 1 თებერვალი, 14:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
ზაზა აბრამია
მობ: 599 58 85 38

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    26 იანვარი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა