ჩაბარების ვადა:

28 იანვარი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T11886 - ტენდერი პერსონალისთვის კვებითი სერვისის მიწოდებაზე შენობების სასადილოებსა და ეზოს ტერიტორიაზე მოწყობილ ბარში - დღე-ღამეში დაახლოვებით 3500 ადამიანისთვის

ტენდერის აღწერილობა:

Evolution უძღვება B2B Live Casino სერვისებს, რომლებიც მრავალი არხისა და მოწყობილობის საშუალებით მიეწოდება კლიენტების უშუალო მომხმარებლს. კომპანიის ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფის, კარგად დამკვიდრებული საწარმოს ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსების საშუალებით, ევოლუშენი მატებს რეალურ ღირებულებას თავის მომხმარებლებს ბიზნესში. 

კომპანია შპს ევოლუშენ ჯორჯია საქართველოში ფუნქციონირებს 2018 წლის იანვრიდან და მუშაობს 24/7 საათის განმავლობაში. დღესდღეობით, კომპანია სულ ითვლის 5000-მდე პერსონალს და განაგრძობს ზრდას. 

კომპანია ევოლუშენ ჯორჯია აცხადებს ტენდერს ტენდერს პერსონალისთვის კვებითი სერვისის მიწოდებაზე შენობების სასადილოებსა და ეზოს ტერიტორიაზე მოწყობილ ბარში - დღე-ღამეში დაახლოვებით 3500 ადამიანისთვის. 

კომპანია ოპერირებს მრავალ შენობაში, აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და მოქმედი სამზარეულოთი (HVAC სისტემები). ამჟამად, კომპანიას აქვს სამი სამზარეულო და ბარი ცალკეულ მიმდებარე კორპუსებში, ეს სივრცეები არის კეთილმოწყობილი და საკვების მომზადების შესაძლებლობა იქნება ადგილზე. 

შესყიდვის/კონტრაქტის მოკლე აღწერა: 

  • კომპანიის თანამშრომლებისა და მათი სტრუმრებისათვის კვების მომსახურებით უზრუნველყოფა (24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, 3 სასადილო სხვადასხვა შენობებში, 1 ბარი ეზოში) 
  • მომსახურების მიწოდების ადგილ(ებ)ი: მექანიზაცია #1/2, თორნიკე ერისთავის ქ. #1, თორნიკე ერისთავის ქ. #2, თბილისი, საქართველო,
    ხელშეკრულებისმოქმედებისვადა: 12თვე 
  • სამზარეულო N1 - მდებარეობს მექანიზაციის ქუჩა # 1/2-ში, საკვების ადგილზე მომზადება შესაძლებელია. საჭიროა 24/7 სერვისი, დღე-ღამეში 2500 პერსონის კვება. სამზარეულო N2 - მდებარეობს თორნიკე ერისთავის ქუჩაზე #1, სადაც საკვების ადგილზე მომზადების შესაძლებლობა იქნება დაახლოვებით 1 თვეში, მიმდინარეობს აღჭურვა. 
  • 12:00 -18:00 სერვისი, დღეში 350 პერსონის კვება. სამზარეულო N3 - მდებარეობს თორნიკე ერისთავის ქუჩაზე #2, სადაც ადგილზე მომზადება სრულად არ იქნება შესაძლებელია და მიწოდება უნდა განხორციელდეს N1/N2 შენობებიდან. 
  • საჭიროა 24/7 სერვისი, დღე-ღამეში 900 პერსონის კვება. ბარი - ეზოს ტერიტორიაზე მოწყობილი ბარი, ტოსტების, ჰოთდოგების და სენდვიჩების მომზადების შესაძლებლობით. 
  • ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საკვების გამოცდილი მომწოდებელი საკვების შეუფერხებელი და ხარისხიანი მიწოდების პროცესის უზრუნველსაყოფად და სწორი მენეჯმენტისთვის. 

ვის შეუძლია ტენდერში მონაწილეობის მიღება: ფინანსურად სტაბილური კომპანიები, მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილებით საზოგადოებრივი კვების მიმართულებით (ბანკები, კორპორატიული სექტორი და სხვა მსგავსი ინსტიტუტები), ამ ჟამად უნდა ოპერირებდეს ბაზარზე წარმატებით 2001 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება No301/ნ - „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად. 

სატენდერო პროცესი და კრიტერიუმები. 

  • სატენდერო პროცესში გათვალისწინებულია 3 ეტაპი. 

პრე-კვალიფიკაცია: 

  • შევსებული დოკუმენტაციისა და დანართი N1, N2 სარეკომენდაციო წერილების/სერთიფიკატების გამოგზავნა.

შეფასების კრიტერიუმები:

  • გამოცდილება,
  • ფინანსური სტაბილურობა;
  • მენიუს მრავალფეროვნება; 
  • ფასები;
  • სასურსათო უსაფრთხოება;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა.
  • საკუთარი სამზარეულოს გამოყენების შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში. 

ტენდერში მოწვევა: 

  • კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს, მიიღებენ წერილობით მოწვევას ტენდერში. 

კონტრაქტორის ვიზიტი კომპანიაში:

  • სამზარეულოებისა და ბარის ადგილზე დათვალიერება. კითხვების/დეტალების განხილვა მხარეებს შორის. 

საბოლოო პრეზენტაცია:

  • კანდიდატების მიერ დეგუსტაციის ორგანიზება მოხდება კომპანია ევოლუშენის ტერიტორიაზე, დეგუსტაციისთვის, მომხმარებელი ირჩევს კერძებს წარმოდგენილი მენიუდან დეგუსტაცია ჩატარდება 

შეფასების კრიტერიუმები:

  • საკვების გემო,
  • პრეზენტაცია (ვიზუალური მხარე) - საკვების ხარისხი;
  • ორგანიზებულობა. 

წარსადგენი დოკუმენტები:

  • რეგისტრაციის მოწმობა, თანამშრომელთა შემადგენლობა, სამუშაო ორგანიზაციის გეგმა, რეკომენდაციები წინა კლიენტებისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 

ტენდერის ვადები: 

  • ეტაპი 1 - 28.01.2022 
  • ეტაპი 2 – 31.01.2022 
  • ეტაპი 3 – 09.02.2022 
  • ხელშეკრულების დადების ბოლო ვადა - 12.02.2022 

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში და ასევე მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის თანდართული დანართების შევსებული სახით გადმოსაგზავნად, ყველა დაინტერესებული კომპანია უნდა დაგვიკავშირდეს შემდეგ მეილებზე:

ანა ერქომაიშვილი - aerkomaishvili@evolution.com
ნათია ხუჭუა - nkhuchua@evolution.com  

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ მიმაგრებულ ფაილებში.

ტენდერის კატეგორია:

  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება
  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები