
28 აპრილი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1310 - ტენდერი საოფისე სკამების და სავარძლების შეძენაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს საოფისე სკამების და სავარძლების შეძენაზე.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
- მოთხოვნის შემთხვევაში არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა წარმოადგინონ მოსაწოდებელი საქონლის ნიმუში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს. შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 28 აპრილი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ დალუქულ კონვერტში და მიუთითოთ: თქვენი კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი საოფისე სავარძლების და სკამების შეზენაზე) .
წარმოდგენილ ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ხარჯი დაკავშირებული ყველა სახის გადასახდელებთან, ასევე საქონლის შემსყიდველისადმი (თბილისის ტერიტორიაზე) მიწოდებასთან და მის საკუთრებაში გადაცემასთან.
- შესყიდვის ობიექტის ფოტო და რაოდენობები იხილეთ თანდართულ ფაილში (ფასების ცხრილში).
დამატებითი პირობები:
- ბანკის მიერ, საქონლის ღირებულების 100%-ის ანაზღაურება განხორციელდება საქონლის მოწოდებიდან შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის, საგადასახადო ანგარიშფაქტურის და ზედნადების წარმოდგენიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში;
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
რუსუდან ქლიბაძე
ტელ: 595 007 301
ელ-ფოსტა: rusudan.klibadze@libertybank.ge