24 მაისი 2022, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T13179 - ტენდერი სენსორული პანელის კონტროლერის შესყიდვაზე
            
        
        - გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: USD
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 17 მაისი 2022 დრო 19:12
 - წინადადების მიღება მთავრდება: 24 მაისი 2022 დრო 15:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სენსორული პანელის კონტორლერის შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
| პროდუქტი | რაოდენობა | 
| სენსორული პანელის კონტროლერი (კაბელით) (Keetouch) | 200 | 
მახასიათებლები:
| Name | 
 
 Kee Touch controller  | 
| Model | KCA-UR01L-R2G | 
| Touch technology | SAW (Surface Acoustic Wave) | 
| Power source | USB | 
| Power consumption | Max 0.6 W | 
გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება.
მოწოდების ვადა:
- მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად 2022 წლის ივლისში.
 - მოწოდების მისამართი - ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10
 
ანაზღაურება:
- თითოეული მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.
 
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
 - დანართი N2- ფასების ცხრილი
 - ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს დოლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
 - ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
 - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
 
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 24 მაისი, 15:00 სთ;
 - შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
 
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით: 
ლელა ტყეშელაშვილი 
მობ: +995 599 27 87 97; 
ელ.ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge 
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
 - 32200000 რადიოტელეფონიის, რადიოსატელეგრაფო, რადიო და ტელემაუწყებლობის აპარატურა