30 მაისი 2022, 15:00
სტატუსი:
შეწყვეტილი
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T13182 - ტენდერი ბრენდირებული თერმო ქაღალდის შესყიდვაზე
            
        
        - გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: EUR
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 17 მაისი 2022 დრო 19:51
 - წინადადების მიღება მთავრდება: 30 მაისი 2022 დრო 15:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ბრენდირებული თერმო ქაღალდის შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
| პროდუქტი | რაოდენობა | 
| ბრენდირებული თერმული ქაღალდი “EXPRESS BANK” | 11250 | 
| ბრენდირებული თერმული ქაღალდი “საქართველოს ბანკი“ | 1125 | 
მახასიათებლები:
- სიგრძე 200 მ.
 - სიგანე 79/80 მმ.
 - სრული დიამეტრი 120 მმ.
 - გულანის ხვრელის დიამეტრი - 25 მმ.
 - გრამაჟი - 48-55 გ.
 - მასალა - თერმო ქაღალდი KT 55 F20 (ან მსგავსი ხარისხის)
 - შიდა მხარე - ლოგო
 - გარე მხარე - თერმული საბეჭდი
 - გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება.
 
მოწოდების ვადა:
- მოწოდება უნდა განხორციელდეს 3 ეტაპად - 2022 წელში
- I ეტაპი - 15 ივლისი - ბრენდირებული თერმული ქაღალდი “EXPRESS BANK” - 3750 ცალი
 - ბრენდირებული თერმული ქაღალდი “საქართველოს ბანკი“ – 375 ცალი
- II ეტაპი - 15 სექტემბერი - ბრენდირებული თერმული ქაღალდი “EXPRESS BANK” - 3750 ცალი
 - ბრენდირებული თერმული ქაღალდი “საქართველოს ბანკი“ – 375 ცალი
- II ეტაპი - 15 დეკემბერი - ბრენდირებული თერმული ქაღალდი “EXPRESS BANK” - 3750 ცალი
 - ბრენდირებული თერმული ქაღალდი “საქართველოს ბანკი“ – 375 ცალი
 - მოწოდების და გადმოტვირთვის მისამართი - ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10
 
ანაზღაურება:
- თითოეული ეტაპის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.
 
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
 - დანართი N2- ფასების ცხრილი
 - ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ევროში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
 - ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
 - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
 
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 30 მაისი, 15:00 სთ;
 - შეთავაზების ვალუტა: ევრო;
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
 
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით: 
ლელა ტყეშელაშვილი 
მობ: +995 599 27 87 97; 
ელ.ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge 
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
 - 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
 - 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა