ჩაბარების ვადა:

6 ივნისი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T13215 - Execute Photo shooting for Georgian Apparel and Fashion Association (GAFA)

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 6 ივნისი, 17:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიებისგან დანართი 1 - ის შესაბამისად. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 06.06.2022 -ის 17:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით,
2 სხვადასხვა კონვერტში, შემდეგ მისამართზე: 

GIZ-ის საქართველოს ოფისი
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი, III სართული 

  • I- კონვერტში საფასო შემოთავაზება;
  • II- კონვერტში შინაარსობრივი შემოთავაზება. 

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი), შესაბამისად, წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში. შემოთავაზება უნდა იქნეს წარმოდგენილი ეროვნულ ვალუტაში. სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება. 

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი: 

  • ორგანიზაციის/ფირმის დასახელება (ლათინურად);
  • ორგანიზაციის/ფირმის მისამართი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
  • ტენდერის დასახელება: Execute Photo shooting for Georgian Apparel and Fashion Association (GAFA).
  • წარწერა “კონფიდენციალურია”;
  • გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე, დასვათ ბეჭედი.
  • ასევე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:
    GIZ-ის საქართველოს ოფისი
    რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა 0108 თბილისი, III სართული
  • მიუთითეთ პროგრამის ნომერი: 16.2179.6-007.00 
  • და ტენდერის ნომერი: 83409656 

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა.

გთხოვთ თან დაურთოთ ფირმის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებითრომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. 

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 31.05.2022 -თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 92100000 კინოდა ვიდეომომსახურებები