ჩაბარების ვადა:

27 მაისი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T13224 - ფასთა გამოკითხვა ავეჯის (სამზარეულოს მაგიდა 6 სკამით) შესყიდვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

ლტოლვილთა დანიის საბჭო (ლდს) არის ჰუმანიტარული, არასამთავრობო, არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1956 წელს და საქმიანობს 35-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით.

ლტოლვილთა დანიის საბჭოს მანდატია პირდაპირი დახმარების გაწევა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის, ლტოლვილებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და მასპინძელი თემებისთვის საერთაშორისო დონეზე მათი საკითხების ადვოკატირებით.

საქართველოში ლტოლვილთა დანიის საბჭო საქმიანობას ახორციელებს 1999 წლიდან,  აფხაზეთში 2005 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია შეამციროს იძულებით გადაადგილებასთან დაკაშირებული რისკები, ხელი შეუწყოს გრძელვადიანი და მდგრადი გადაწყვეტილებების მიღებას დევნილების, დაბრუნებულების, მოწყვლადი ჯგუფებისა და ლტოლვილის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირებისთვის.

დასახელება: მოწვევა ავეჯის (სამზარეულოს მაგიდა 6 სკამით) ფასთა კ(ვ)ოტირებაზე

ვადები:

  • სატენდერო წინადადებების გამოცხადების თარიღი: 2022 წლის 20 მაისი
  • სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 27 მაისი
  • სატენდერო წინადადებების წარდგენის დახურვის დრო: 24:00
  • შემოთავაზების საგანი: სამზარეულოს მაგიდა 6 სკამით

მოთხოვნილი/თანდართული დოკუმენტაცია:
ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:

  • ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ). აუცილებელია ფასი მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯებს
  • Annex A1, A 2-შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული, ლდს-ის ტექნიკური და ფინანსური დოკუმენტები საქონლის შესყიდვაზე; აუცილებელია ფასი მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯებს
  • მომწოდებლის ქცევის კოდექსი - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული
  • მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა - შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული
  • გთხოვთ, გაეცნოთ კონტრაქტის ძირითად პირობებს (General Conditions of Contract) (არ საჭიროებს გადმოგზავნას).
  • გთხოვთ გაეცნოთ ჩარჩო ხელშეკრულების ნიმუშს (არ საჭიროებს გადმოგზავნას)

შემოთავაზების წარდგენის ფორმა:

  • დაინტერესებულმა კომპანიებმა  შემოთავაზება (ტექნიკური პარამეტრები და ერთეულის ფასი) სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად უნდა მოგვაწოდონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე rfq.geo.zug@drc.ngo და მიუთითონ შემოთავაზების ნომერი #RFQ 2005-01 ელექტრონული ფოსტის საგნის ველში ან წარადგინონ ლტოლვილთა დანიის საბჭოს ზუგდიდის ოფისში შემდეგ მისამართზე: 8 მარტის ქუჩა #1 არაუგვიანეს 2022 წლის 27 მაისისა.

კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილობით გააგზავნოთ თქვენი შეკითხვები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: ekaterine.gabisonia@drc.ngo

შეფასების კრიტერიუმი:

  • შემოთავაზების საუკეთესო ფასი შეირჩევა ადმინისტრაციული, ტექნიკური და ფინანსური შეფასების საფუძველზე.
  • უპირატესობა მიენიჭება შემოთავაზებას, სადაც მოცემულია საუკეთესო ხარისხი საუკეთესო ფასად

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი