
3 მაისი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1323 - ტენდერი საკანცელარიო ქაღალდის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო ქაღალდის შესყიდვაზე, თანდართული ტექნიკური პირობების (დანართის პუნქტი 7; საქონლის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლები) შესაბამისად.
საქონლის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლები
გრამაჟი (გრ/მ2) - არანაკლებ 75გრ;
სითეთრე (CIE) Wcbg (ულტრაიისფერი სხივების გათვალისწიებით) - არანაკლებ 142%;
გაუმჭირვალობა - არანაკლებ 92%;
სიკაშკაშე – არანაკლებ 88%;
შეკვრაში ფურცლების რაოდენობა - 500;
ფორმატი - ა4;
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით(დანართი N1);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს. შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 3 მაისი, 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მიუთითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი საკანცელარიო ქაღალდის შესყიდვაზე).
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული,
თამუნა მუჯირი
მობ: 577040505,
ელ-ფოსტა: tamuna.mujiri@libertybank.ge