ჩაბარების ვადა:

2 ივნისი 2022, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T13238 - ტენდერი სამისამართო ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის დამონტაჟების თაობაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს სამისამართო ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის დამონტაჟების თაობაზე.

ტენდერის პირობები: 
თავი I. საერთო დებულებები 

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს კომპანიის მიერ, რომელსაც აქვს ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება.

ტიპიური კომპლექტაცია:

  • მართვის პანელი;
  • დეტექტორები ობიექტის კონფიგურაციის მიხედვით;
  • 2-ხმოვანი სირენა ობიექტზე;
  • სინათლის სიგნალიზაცია;
  • მიმართულების მაჩვენებლები.

თავი II. სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
კომპანიის (პრეტედენტის) შესახებ ინფორმაციას:

  • აუცილებელი პირობა - მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს კომპანია- რეზიდენტი;
  • კომპანიის სრული დასახელება;
  • იურიდიული მისამართი;
  • ფაქტიური მისამართი;
  • ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა;
  • საკონტაქტო პირი;
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • კომპანიის ხელმძღვანელ(ებ)ის მონაცემები;
  • მსგავსი მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ მონაცემები;
  • სერტიფიკატი ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ტენდერში მონაწილეს აქვს უფლება გასწიოს მსგავსი ტიპის მოსმახურება.
  • კომერციული წინადადების ღირებულება მოცემული უნდა იყოს ლარში. სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს ყოველი ობიექტისთვის შესასრულებელი სამუშაოს კალკულაციას.

საკვალიფიკაციო დოკუმენტები ტენდერში მონაწილეობისთვის წარსადგენად:

  • პრეტედენტის მონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • შესაბამისი ორგანოების შეტყობინება ლიკვიდაცია-რეორგანიზაციის პროცესის არ არსებობის შესახებ;
  • საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების არ არსებობის შესახებ ცნობა;
  • მსგავსი მომსახურებებისა შესახებ ინფორმაცია;
  • ტენდერის მონაწილის ინსტრუქცია - ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი;

სატენდერო წინადადება:

  • ტენდერში მონაწილის კომერციული განცხადება უნდა შეცავდეს ტექნიკური დავალების შესასრულებლად აუცილებელი ყველა მასალისა და სამუშაოს ღირებულებას, დღგ-ს ჩათვით, ლარში. 

სატენდერო პროცედურები: ტენდერი ჩატარდება ღია ფორმით.

  • ტენდერის თარიღი - 03 ივნისი  2022 წელი, 15:00. ჩატარების ფორმატი - zoom-ის კონფერენციის საშუალებით.
  • ტენდერის ჩატარების ადგილი - თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპ ს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
  • ტენდერის მონაწილეებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტებში 2022 წლის 02 ივნისისა 12:00 საათამდე. მონაწილის კონვერტები წარმოდგენილი უნდა იყოს პრეტედენტის ინსტრუქციის 12.3 მუხლის შესაბამისად. კონვერტზე მითითებული უნდა იყოს მონაწილის სახელი და მასალა, რომელიც მოთავსებულია კონვერტში.
  • კონვერტები მონაწილეთა მიერ წარდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპ ს,,ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
  • ვაჭრობაში მონაწილეობს ორგანისაზიის-პრეტედენტის არაუმეტეს 2 წარმომადგენელი.
  • კონვერტები კომეციული წინადადებებით იქნება გახსნილი ტენდერის დროს, რომლის შემდეგაც გაიმართება ვაჭრობა პრეტედენტებს შორის.

განსაკუთრებული პირობები:

  • ხელშეკრულება გაფორმდება ტენდერის იმ მონაწილესთან, რომელიც სრულად აკმაყოფილებს სატენდერო კომისიის მოთხოვნებს.
  • გამარჯვებულთან ხელშეკრულება გაფორმდება არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა ღია ვაჭრობის დასრულებიდან და საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებიდან.
  • თუ წინადადება, რომელიც ტენდერის მონაწილემ წარმოადგინა, იქნება არასწორი ან არასრული, მოხდება ამ მონაწილის დისკვალიფიკაცია.
  • წინადადების განხილვის დროს კომისია უფლებას იტოვებს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია აუცილებლობის შემთხვევაში. კონკურსის მონაწილის მიერ დამატებითი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში , მოხდება მისი დისკვალიფიკაცია.
  • კომპანია არ აგებს პასუხს ხარჯებზე, რომლებიც გაწეულ იქნა ვაჭრობის პროცესში მონაწილის მიერ, იმიდა მიუხედავად გაფორმდება თუ არა ამ მონაწილესთან ხელშეკრულება.
  • კომპანია არ არის ვალდებული გააკეთოს თავისი გადაწყვეტილების ახსნა-განმარტება მონაწილეებისათვის ტენდერის ჩაშლის ან საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე.
  • შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“ არ იღებს ვალდებულებას, რომ დადებს ხელშეკრულებას ტენდერის რომელიმე მონაწილესთან.

საკონტაქტო პირი:
გიორგი სიმონიშვილი
მობ: + 995 599 749 922

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები