
27 აპრილი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1326 - ფასთა გამოკითხვა ბჟუჟა ჰეს-ზე სათავასეთან მისასვლელი გზის აღდგენისა და გაბიონების მოწყობის მომსახურეობის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ბჟუჟა ჰეს-ზე სათავასეთან მისასვლელი გზის აღდგენისა და გაბიონების მოწყობის მომსახურეობის შესყიდვაზე
სამუშაოების მოცულობა:
- N1-3 გაბიონების მოსაწყობ ადგილებში დამრეცი რკინა-ბეტონის მოედნის მოწყობა - 8x6;
- N4 გაბიონის მიმდებარედ დამრეცი რკინა-ბეტონის მოედნის მოწყობა 5x10;
- ჯამში საჭიროა მოეწყოს გაბიონები ჯამური სიგრძით 30 მ და სიმაღლით 8 მ-დე და ორი რკინა-ბეტონის მოედანი 98 მ2 ფართობით;
სამუშაოების განხორციელების ადგილმდებარეობა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. გომი, ბჟუჟა ჰესი;
გაბიონებისა და მოედნების სიტუაციური სქემა გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში.
სამუშაოები განხორციელდება დამკვეთის მასალით.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- მომსახურების ღირებულება და შესრულების ვადები.
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 27 აპრილის 17:00 სთ-მდე;
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: სამუშაოებთან დაკავშირებით: 591 91 10 10; საკონტაქტო პირი თეიმურაზ ჩიჩუა. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.