
ჩაბარების ვადა:
13 მაისი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1351 - ტენდერი სხვადასხვა ზომის სამთო გამონამუშევრების სამაგრი პროფილის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ აცხადებს ტენდერს სხვადასხვა ზომის სამთო გამონამუშევრების სამაგრი პროფილის შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტის ტიპები და სპეციფიკაცია:
- СВП-22 - Ст5 ПС მარკის, ГОСТ18662-83 – ის შესაბამისი ან 25U - GB/T 4697-2008 სტანდარტის შესაბამისი - 130 ტ;
- СВП-27 – Ст5 ПС მარკის, ГОСТ18662-83 – ის შესაბამისი ან 29U - GB/T 4697-2008 სტანდარტის შესაბამისი - 65 ტ.
შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება;
- შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ;
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 13 მაისის 17:00 საათამდე.
- გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 40%; ხარისხი - 20%; მიწოდების ვადა - 20%; გადახდის პირობა - 20%;
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ. ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით - 599 09 12 10, საკონტაქტო პირი დავით ლორია; დოკუმენტაციასთან დაკავშირებით - 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე; წინადადებების ჩაბარება/გაგზავნა უნდა მოხდეს ვასილ მაისურაძის სახელზე.