
ჩაბარების ვადა:
30 მაისი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1372 - ტენდერი საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
- საკანცელარიო საქონლის შესყიდვა, ფასების ცხრილის (დანართი N1) შესაბამისად.
- ასევე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პრეისკურანტი (დანართი N2), რომელიც არ იქონიებს გავლენას გამარჯვებულის ფასის გამოვლენაზე. დანართი N2 წარმოადგენს საქონლის ჩამონათვალს, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელებს შემსყიდველი დანართი N1-ით გაუთვალისწინებელი საქონლის შესყიდვისას.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ)ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით(დანართი N1);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
- პრეისკურანტი (დანართი N2).
შენიშვნა:
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 30 მაისი, 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
- სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი საკანცელარიო ქაღალდის შესყიდვაზე).
- სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, თამუნა მუჯირი მობ: 577040505, ელ-ფოსტა: tamuna.mujiri@libertybank.ge