
ჩაბარების ვადა:
31 მაისი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT1384 - ტენდერი აუდიტორულ მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია „ვესტ საიდ ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს აუდიტორულ მომსახურებაზე.
ტენდერის პერიოდი 17.05.16 დან 31.05.16
ობიექტის მდებარეობა ქ. თბილისი.
ტექნიკური დავალება:
- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების, ფულადი საშუალებების და სხვა ქონების: რაოდენობების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, ნაშთის სააღრიცხვო დოკუმენტების (საბალანსო) მონაცემების დადგენა;
- ფაქტობრივი და სააღრიცხვო (საბალანსო) მონაცემების შედარება და შედეგების გამოყვანა - დანაკლისის ან/და ზედმეტობის გამოვლენა.
- ზედმეტობის გამოვლენის შემთხვევაში ბალანზე ასაყვანი ღირებულების განსაზღვრა.
- ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხისთვის შესაბამისი დასკვნისა და დოკუმენტის მომზადება და აღმოჩენილი შეცდომების გასწორება.
შესასრულებელი მომსახურების მუცულობა შეადგენს 2012-2016 წლებს.
წლიური საშუალო ბრუნვა 1 300 000 ლარი
აუდიტორული მომსახურება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- მომსახურება უნდა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი სტანდარტების, აუდიტორის ეთიკის კოდექსის მოთხოვნების, დებულებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად.
- იმ შემთხვევაში თუ, აუდიტორის მიერ გაცემული დასკვნის ან მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, მომსახურების მიმღებმა მიიღო ზიანი, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და დამკვეთთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული პასუხისმგებლობა დაეკისრება აუდიტორს;
- წარმოდგენილი ფასები მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და მოიცავდეს მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- აუდიტორული საქმიანობის სერთიფიკატი
- აუდიტორული საქმიანობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
- რეკვიზიტები - კომპანიის დასახელება, საინდიფიკაციო ნომერი, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, საკონტაქტო პიროვნება, ნომერი, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები.
- შემოთავაზება უნდა მოგვაწოდოთ ფასებით და შესრულების ვადების მითითებით.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი შემოთავაზება არაუგვიანეს 2016 წლის 31 მაისის 18:00 საათისა. შემდეგ ელ. ფოსტაზე: maikokartvelishvili120180@gmail.com
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ:
მაია ქართველიშვილი
ტელ: (+995) 599 87 75 54
ელ. ფოსტა: maikokartvelishvili120180@gmail.com