
ჩაბარების ვადა:
6 ივნისი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1391 - ტენდერი Cisco აპარატურის, ლიცენზიების და პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შემოთავაზების წარმოდგენის განახლებული ვადაა 2016 წლის 6 ივნისი, 17:00 საათი.
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს Cisco აპარატურის, ლიცენზიების და პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე დანართი N1-ს შესაბამისად (შემდგომში - საქონელი თანმდევი მომსახურებით).
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
* საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
* განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული;
* ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
* კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); - სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით(დანართი N1);
- ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ (არანაკლებ 1 წლიანი მწარმოებლის ქარხნული გარანტია);
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი (MAF);
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.
შენიშვნა:
განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 6 ივნისი, 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
- სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი Cisco აპარატურის, ლიცენზიების და პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე)
- სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, თამუნა მუჯირი. მობ: 577040505, ელ-ფოსტა: tamuna.mujiri@libertybank.ge