
25 მაისი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1393 - ფასთა გამოკითხვა საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესყიდვაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს „ბიზნეს ცენტრი საბურთალო“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების შესყიდვის თაობაზე.
შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილებში.
სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გამსახურდიას N32/ალ. ყაზბეგის გამზირი N2.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.
ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა და შესრულების ვადები;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
გამარჯვების შემთხევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით. წინადადებების წარმოდგენა შესაძლოა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: v_maisuradze@giec.ge; v_tsimakuridze@gig.ge. შესაძლოა წინადადების წარმოდგენა დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14; კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 25 მაისის 17:00 სთ-მდე.
- გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი-50%; შესრულების ვადა - 20%; გამოცდილება - 20%; გადახდის პირობა - 10%.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომრებზე: ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით 597 77 55 20. საკონტაქტო პირი: გიორგი გიგაური; 551 11 22 22. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე