
25 მაისი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1394 - ფასთა გამოკითხვა ადმინისტრაციულ შენობაში თერმული მინის მოაჯირის მოწყობასა და სხვადასხვა მინის პროდუქტის შესყიდვისა და მონტაჟის თაობაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას ადმინისტრაციულ შენობაში თერმული მინის მოაჯირის მოწყობასა და სხვადასხვა მინის პროდუქტის შესყიდვისა და მონტაჟის თაობაზე.
სამუშაოები განხორციელდება შემსრულებლის მასალით.
ლოტი #1:
- თერმული მინის განზომილებები:
* სიგრძე - 62 მეტრი;
* სიმაღლე - 70 სმ;
* სისქე - 10 მმ. - მოაჯირის პარაპეტი არის მარმარილოთი მოპირკეთებული.
- შუშა უნდა დამონტაჟდეს ალუმინის პროფილზე.
დიზაინის ნიმუში გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში.
ლოტი #2:
- მინის ტიხარი საშხაპისთვის 1.6X2.20 – 4 ცალი;
- მინის კარი საშხაპისთვის 0.80X2.2 – 6 ცალი.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მობრძანდნენ მისამართზე ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14 შენობის დასათვალიერებლად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- მომსახურების ღირებულება და შესრულების ვადები.
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ფასთა გამოკითხვისა და ლოტის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge; v_tsimakuridze@gig.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 25 მაისის 17:00 სთ-მდე;
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: სამუშაოებთან დაკავშირებით: 599 88 55 75; საკონტაქტო პირი გიორგი ბერიძე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.