
ჩაბარების ვადა:
10 ივნისი 2016, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT1415 - ტენდერი საკანცელარიო საქონლის შეძენაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯეო ჰოსპიტალს“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონლის შეძენაზე.
საქონლის დეტალური სპეციფიკაცია გთხოვთ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში.
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს და შემსყიდველისათვის მიწოდების ხარჯებს.
- საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის წინასწარი შეკვეთის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ვ.ფშაველის გამზ.45, სათავო ოფისში და რეგიონულ სამედიცინო ცენტრებში:მცხეთა, საგარეჯო, გურჯაანი, ბორჯომი, დუშეთი, მცხეთა, მარნეული, გარდაბანი, ჭიატურა, ზესთაფონი, სამტრედია,ბაღდათი, ვანი.
- საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე ყოველთვიურად შეკვეთის მიღებიდან მაქსიმუმ 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
- მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეკვეთის შესაბამისად სრულად დაკომპლექტებული საქონლის მოწოდება.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერზე წარსადგენი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი რეესტრიდან;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილებისა და პარტნიორების შესახებ;
- საკონტაქტო პირის მონაცემები;
- ანგარიშსწორების პირობები (კონსიგნაციის პერიოდი, ფასების დამოკიდებულება ვალუტის კურსთან და ა.შ.);
- წინადადება ფასებზე თანდართული სპეციფიკაციის მიხედვით;
დამატებითი ინფორმაცია კანდიდატისათვის:
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 12 (თორმეტი) თვის ვადით
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საქონლის შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში;
- გთხოვთ ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებამდე დამრგვალებულად.
- პრიორიტეტი მინიჭებული იქნება კანდიდატს, რომელიც შეუძლია მიაწოდოს საქონელი სრულად, მაგრამ განიხილება ცალკეული ლოტების ფასიც;
- სატენდერო წინადადების ამობეჭდილი, ხელმოწერილი დოკუმენტის სახით ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 10 ივნისი 16:00 საათი, მისამართზე ქ. თბილისი, ვ.ფშაველას 45, მე-15 სართული. სატენდერო წინადადების ელექტრონული ვერსია უნდა გაეგზავნოს მისამართზე nkharatishvili@gh.ge.
გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:
- კომპანიის დასახელება
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, ელ.ფოსტა, მისამართი)
- ტენდერის დასახელება – „ტენდერი საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე”
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.