
ჩაბარების ვადა:
16 ივნისი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1461 - ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ აცხადებს ტენდერს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე.
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- ჩაფლული რკინა-ბეტონის რეზერვუარების მოწყობა;
- რკინა-ბეტონის არხის მოწყობა.
ზოგადი ინფორმაცია:
- სამუშაოების განხორციელდება მისამართზე: ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. N13;
- სამუშაოები განხორციელდება:
* სამშენებლო ნაწილზე - შემსრულებლის მასალით;
* ტექნიკურ ნაწილზე - დამკვეთის მასალით.
შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დაინტერესებულმა პირებმა ელ. ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge უნდა დაადასტურონ ტენდერში მონაწილეობის სურვილი, რის შემდეგაც მათ გადაეგზავნებათ ტექნიკური დავალება.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- შემოთავაზებული მომსახურების დეტალური ხარჯთაღრიცხვა;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ (სამუშაოები უნდა შესრულდეს არაუგვიანეს 2016 წლის 31 ივლისისა);
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება; პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge; v_tsimakuridze@gig.ge დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 16 ივნისის 17:00 საათამდე.
- გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი - 50%; გადახდის პირობა - 20%; ანალოგიური გამოცდილება - 20% შესრულების ვადა - 10%.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ. ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.