
16 ივნისი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1463 - ფასთა გამოკითხვა მშენებარე ავტო გაზგასამართი სადგურისთვის მეხამრიდის შესყიდვასა მონტაჟის თაობაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას მშენებარე ავტო გაზგასამართი სადგურისთვის მეხამრიდის შესყიდვასა მონტაჟის თაობაზე.
სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გულუას გამზირი N22.
დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ სამუშაოების მოცულობა.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- შესასრულებელი სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხცა;
- სამუშაოების შესრულების ვადები.
- მეხამრიდის დამზადების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები)
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N14, კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. წინადადებების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე v_maisuradze@giec.ge; v_tsimakuridze@gig.ge. დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2016 წლის 16 ივნისის 17:00 სთ-მდე;
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: სამუშაოებთან დაკავშირებით: 595 33 44 24; საკონტაქტო პირი ლევან ლაბაძე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე.