17 ოქტომბერი 2022, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T14904 - ტენდერი მყარი დისკი შესყიდვაზე
            
        
        - გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: USD
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 14 ოქტომბერი 2022 დრო 08:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 17 ოქტომბერი 2022 დრო 15:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს მყარი დისკი შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
| პროდუქტი | რაოდენობა | 
| მყარი დისკი | 1200 | 
მახასიათებლები:
- დასახელება: მყარი დისკი
 - ტიპი: solid state drive (SSD)
 - ტევადობა: 512GB
 - ინფორმაციული კონექტორი: SATA 6Gb/s
 - ზომა: 100mmX70mm
 - ვოლტაჟი: 5V
 
გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება
მოწოდების ვადა:
მოწოდება უნდა განხორციელდეს 12 ეტაპად 
- 2022 წლის ნოემბერი ‐ 100 ცალი
 - 2022 წლის დეკემბერი ‐ 100 ცალი
 - 2023 წლის იანვარი ‐ 100 ცალი
 - 2023 წლის თებერვალი ‐ 100 ცალი
 - 2023 წლის მარტი ‐ 100 ცალი
 - 2023 წლის აპრილი ‐ 100 ცალი
 - 2023 წლის მაისი ‐ 100 ცალი
 - 2023 წლის ივნისი ‐ 100 ცალი
 - 2023 წლის ივლისი ‐ 100 ცალი
 - 2023 წლის სექტემბერი 100 ცალი
 - 2023 წლის ოქტომბერი‐ 100 ცალი
 - 2023 წლის ნოემბერი 100 ცალი
 
მოწოდების მისამართი: ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2‐4‐6‐8‐10.
ანაზღაურება:
- თითოეული ეტაპის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში.
 
სატენდერო პირობები:
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
 - დანართი N1‐ კომპანიის რეკვიზიტები;
 - დანართი N2‐ ფასების ცხრილი
 - ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს დოლარში დღგ‐ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
 - ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
 - დანართი N3‐ განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
 
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია‐ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში. 
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 17 ოქტომბერი, 15:00 სთ;
 - შეთავაზების ვალუტა: დოლარი;
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
 
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით: 
ლელა ტყეშელაშვილი
მობ: +995 599 27 87 97
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
 
გამარჯობა, მყარი დისკის გატესტვის ვადა ტენდერამდეა თუ შემდგომ?
ტენდერის შემდგომ. თუ შეირჩევა თვენი შემოთავაზება მოგვაწოდებთ სატესოს.