
8 ივლისი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT1527 - ტენდერი სატვირთო ლიფტის რემონტზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს.“მინა“-ს დაგეგმილი აქვს სატვირთო ლიფტის რემონტი ტენდერის ჩატარების გზით.
დეტალური ინფორმაცია:
- სატვირთო ლიფტი;
- Q – 1000 კგ;
- H – 30მ. (რუსული წარმოების).
სატენდერო პერიოდი: 30.06.2016-08.07.2016
შესასრულებელი სამუშაოს ჩამონათვალი:
- ძველი ელ. გაყვანილობის დემონტაჟი.
- მართვის კარადის დემონტაჟი.
- სართულის ამომრთველების დემონტაჟი.
- სართულის კარებების რემონტი 6ც.
- ლიფტის კაბინის რემონტი.
- ელექტრონული მართვის კარადის მონტაჟი.
- სართულებზე სენსორული ამომრთველების მონტაჟი.
- ძალოვანი კაბელების შეცვლა ახლით.
- ჩართვა და შემოწმება.
საჭირო მასალებითა და მოწყობილობებით უზრუნველყოფას განახორციელებს ,,მინა“.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- ორგანიზაციის/ კომპანიის სრული დასახელება;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- საკონტაქტო პირის სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი და ელ.ფოსტა;
- საბანკო რეკვიზიტები;
- შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება გამოსახურლი ლარებში დ.ღ.გ-ს ჩათვლითა და მის გარეშე;
თითოეულ ზემოთხსენებულ საბუთს უნდა ჰქონდეს კომპანიის/ორგანიზაციის ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა (ბეჭდის არ არსებობის შემთხვევაში მხოლოდ ხელმოწერა).
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემოთავაზება დალუქული კონვერტით, 08.07.2016-ის 18:00 სთ-მდე ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში : მცხეთის რაიონი სოფ.ქსანი.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ მოგვმართოთ:
aalaverdashvili@mina.com.ge ან გვეწვიეთ ჩვენს სათაო ოფისში.