
14 ივლისი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT1534 - ტენდერი საწვავით და GPS სისტემით უზრუნველყოფაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს საწვავით და GPS სისტემით უზრუნველყოფაზე.
ტენდერი ჩატარდება 2 ლოტად:
ლოტი#1
- საწვავით უზრუნველყოფა;
ლოტი#2
- GPS სისტემით უზრუნველყოფა;
თითოეულ ლოტზე შეირჩევა საუკეთესო ფასის მქონე ერთი კვალიფიციული კომპანია (შესაძლებელია ორივე ლოტზე ერთი კომპანიის შერჩევა).
თანდართულ ფაილად წარმოდგენილია ტექნიკური სპეციფიკაციები:
- სპეცეიფიკაცია-GPS;
- ა/მანქანების ჩამონათვალი;
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე;
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 5 წელი;
- ბენზინ გასამართი სადგურების ფართო ქსელი თბილისში და რეგიონებში(ლოტი #1-ის შემთხვევაში);
აუცილებელი მოთხოვნა:
ლოტი #1
- ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, გადასახადების ჩათვლით. თითოეული ტიპის საწვავის შემთხვევაში ფასი უნდა შეიცავდეს, მომწოდებლის ქსელში არსებულ ლიტრის ღირებულებაზე ფასდაკლების შესახებ ინფორმაციას.
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს პლასტიკური ბარათები და ტალონებით მომსახურების სერვისი
ლოტი #2
- ტენდერში მონაწილე კომპანიამ უსასყიდლოდ უნდა უზრუნველყოს GPS სისტემის მონტაჟი კომპანიის კუთვნილ ა/მანქანებში.
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
ლოტი #1
- ფასდაკლების ღირებულება (თითოეული ტიპის საწვავზე);
- საწვავის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები;
- ავტო გასამართი სადგურების ჩამონათვალი და ლოკაციები;
- შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. დანართი);
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ლოტი #2
- მომსახურების ღირებულება
- კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- სარეკომენდაციო წერილი (მინ. 3, ორიგინდალი, ბოლო 6 თვის გაცემული);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- საბანკო ამონაწერი ან შედარების აქტი მომსახურე ბანკთან ბრუნვების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადება იგზავნება სს „ტერაბანკის“ კანცელარიაში დალუქული კონვერტით, ტენდერში მონაწილე კომპანიის საკონტაქტო დეტალების და ტენდერის დასახელების მითითებით (ლოტების მითითებით) მისამართი: თბილისი 0103, ქ. წამებულის გამზ.#3 . წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 14 ივლისი (18:00 სთ-მდე).
ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდით ლაშა ჭანტურიძეს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: lasha.chanturidze@terabank.ge ან ტელეფონზე 255 00 00 / 250 77 00 (შიდა 1153).
ტენდერის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ანდრო ტატიშვილს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: andro.tatishvili@terabank.ge ან ტელეფონზე 255 00 00 / 250 77 00 (შიდა 2008).