
ჩაბარების ვადა:
11 ივლისი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT1537 - ტენდერი დაბა შეკვეთილში საკონცერტო დარბაზის 4 კვების ობიექტის იჯარით გაცემაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს "Black Sea Arena" აცხადებს ტენდერს დაბა შეკვეთილში არსებული საკონცერტო დარბაზის 4 კვების ობიქტის იჯარით გასაცემად.
საიჯარო ფართი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე (შეკვეთილის ტერიტორია).
დეტალური ინფორმაცია იჯარით გასაცემ ობიექტებზე მოცემულია თანდართულ ფაილში.
სატენდერო მოთხოვნები:
- აღნიშნული 4 ფართი გაიცემა 2016 წლის 1 ოქტომბრამდე
- საწყისი ფასი ამ 4 კვების ობიექტის იქნება 10,000 ლარი
- 2016 წლის 5 სექტემრამდე დაგეგმილია 6 კონცერტი, საიდანაც 3 უცხოელი საერთაშორისო დონის არტისტი იქნება წარმოდგენილი და დანარჩენი 3 ღონისძიება იქნება ადგილობრივი. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
- მოიჯარეს, იმისათვის რომ მოიზიდოს ვიზიტორები, დირექციასთან წერილობოთი შეთნხმებით, დამატებით საშუალება ექნება მომსახურება განახორციელოს არენის ძირითად (კეთილ მოწყობილ) ტერიტორიაზე.
- მოიჯარე ვალდებულია რომ უზრუნველყოს 9000 ვიზიტორის სწრაფი კვება და გამაგრილებელი და მსუბუქი ალკოჰოლური (ლუდი) სასმელებით უზრუნველყოფა.
- მოიჯარე ვალდებულია დამატებით გაითვალისწინოს შპს “ბლექ სი არენა”-ს გარკვეული მოთხოვნები და მითითებები: ღონისძიებიდან გამომდინარე ბრენდირებული მაისურების ჩაცმის აუცილებლობა და მსგავსი მოთხოვნები რომელიც დაკავშირებული იქნება არენის პოპულარიზაციასთან.
- მოიჯარე ასევე ვალდებულია რომ თავისი სახსრებით უზრუნველყოს დამხმარე აღჭურვილობის( მაცივრები, ლუდის ჩამოსასხმელი აპარატები და ა.შ) შეძენა და მონტაჟი.
- ტენდერში მონაწილე კომპანია გამარჯვების შემთხვევაში ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. აღნიშნულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
2. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დაინტერესებულმა კომპანიებმა, სატენდერო განაცხადი და დოკუმენტაცია მოგვაწოდონ დალუქულ კონვერტში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის 39ა, ქართუ ჯგუფის შენობა.
სატენდერო დოკუმენტაციის ჩაბარების ბოლო ვადა: 11 ივლისი 2016 წელი.
საკონტაქტო პირი:
დიმიტრი ბერიძე - 599700222