ჩაბარების ვადა:

6 დეკემბერი 2022, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T15475 - ტენდერი კახარეთი ჰესის საკუთარი მოხმარების გ1 ჰიდროგენერატორის სტატორის შეკეთებაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპარაცია“ აცხადებს ტენდერს კახარეთი ჰესის საკუთარი მოხმარების გ1 ჰიდროგენერატორის სტატორის შეკეთებაზე.

  • 29/11-GIEC-S/hydraulic turbine generator-22

სამუშაოს დასახელება:

  • კახარეთი ჰესის საკუთარი მოხმარების გ1 ჰიდროგენერატორის სტატორის  შეკეთება მომწოდებლის მასალით. 

ჰიდრო გენერატორის პარამეტრები:  6,3 კვ. 1300 კვა, 500 ბრ/წთ.

ჰიდრო გენერატორის სტატორის დაზიანება:

  • დაზიანებულია სტატორის გრაგნილის ორი ფაზის, ხვიები.
  • ხვიათაშორისი იზოლაცია გარღვეულია.
  • შემცირებულია იზოლაცია კორპუსთან.

მესამე ფაზის მახასიათებლები დამაკმაყოფილებელია.

გაზომვის შედეგები თან ერთვის დანართი 1-ის სახით.

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი: 
შესაცვლელია ორი ფაზის 2-2 სექციის იზოლაციები რისთვისაც საჭიროა შემდეგი: 

  • გამოირთოს საგენერატორო გამთიშველი. დაედოს დამიწება.
  • გადაიხსნას გენერატორის ძალოვანი და მეორადი კაბელები.
  • მოიხსნას გენერატორის შუბლა ნაწილების დამცავი ფარები.
  • ჩაიხსნას გენერატორის როტორი ტურბინიდან.
  • გამოღოს გენერატორის როტორი და განთავსდეს სადგამზე.
  • გაიწმინდოს გენერატორის სტატორი და ხვიები.
  • გადაიხსნას დაზიანებულ სექციები ძირითადი ხვიიდან.
  • ამოღებული იქნას კილოებში საბრჯენი შემამჭიდროვებლები.
  • ამოიღოს დაზიანებული სექციები.
  • განხორციელდეს მასზე დაზიანებული იზოლაციის ფენის მოცილება.
  • გასუფთავდეს და დაედოს ახალი საიზოლაციო ფენები.
  • გამოიცადოს თითოეული სექცია მაღალი ძაბვით. ტექნიკური პირობის მიხედვით.
  • ჩაიდოს სექციები სტატორის კილებში და შემჭიდროვდეს.
  • განხორციელდეს მიბმა ძირითად ხვიებზე.
  • დაედოს შესაბამისი საიზოლაციო ფენები.
  • გამოიცადოს სტატორის ხვიები ტექნიკური პირობის მიხედვით მაღალი ძაბვით და გაიზომოს საიზოლაციო მახასიათებლები.
  • იმ შემთხვევაში თუ კიდევ აღმოჩნდება დაზიანებული უბნები, მიკრობზარების სახით. აუცილებნლად ჩაუტარდეს ზემოთ მოცემული  თანმიმდევრობით მითითებული პროცედურები. სტატორის სრული ფიზიკური და ელექტროტექნიკური მდგომარეობის აღდგენამდე.
  • ჩაიდგას გენერატორში როტორი და აიწყოს შესაბამისი თანმიმდევრობით.
  • გაიზომოს გენერატორის ელექტროტექნიკური მახასიათებლები, ტექნიკური პირობის მიხედვით.
  • აღდგეს გენერატორის ძალოვანი და მეორადი წრედები.
  • ჩაირთოს გენერატორი და გამოიცადოს თავისუფალი სვლის მახასიათებელზე, ძაბვის ქვეშ.
  • ჩაირთოს გენერატორი სისტემაში და დაიტვირთოს ეტაპობრივად, ტექნიკური პირობების შესაბამისად.
  • წარმატებული გამოცდის შემთხვევაში ჩაირთოს გენერატორი 72 საათიან დატვირთვის რეჟიმში, სრულ დატვირთვაზე.

სამუშაოს შესრულების ადგილი: 

  • ადიგენის რაიონი, სოფელი კახარეთი. 

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპარაცია“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
    შენიშვნა: დასაშვებია კომერციული წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც.

წინადადება უნდა მოიცავდეს:

  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია სამუშაოს შესრულების ვადების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების შესრულების შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში (კომპანია, რაოდენობა, თანხა, პერიოდი);
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, საკონტაქტო ინფორმაცია.
    შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.

წინადადების წარდგენის წესი:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება და ნომერი - 29/11-GIEC-S/hydraulic turbine generator-22 წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 6 დეკემბერი, 17:00 საათი

საკონტაქტო პირი: 
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:

ლევან წიკლაური
ელ-ფოსტა: Ltsiklauri@gig.ge 
საკონტაქტო ნომერი: 568 76 76 59;

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ილია კამკამიძე
საკონტაქტო ნომერი: 598760796.

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები