ჩაბარების ვადა:

7 აგვისტო 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T155 - ტენდერი A4 ფორმატის ქაღალდის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს A4 ქაღალდის შესყიდვაზე.

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

საქონლის დასახელება:

  • A4 ფორმატის მაღალი ხარისხის თეთრი ქაღალდი


დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია PDF ან Word-ის ფორმატში:

  • 1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • 2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • 3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.


მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი ფასის შეთავაზებასთან ერთად.

დეტალური შეთავაზება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ქაღალდის მწარმოებელი ბრენდის შესახებ.

შესასყიდი ქაღალდის ზუსტი აღწერილობა:

  • A4 ფორმატის მაღალი ხარისხის თეთრი ქაღალდი, მაქსიმალურად გლუვი ზედაპირით
  • ქაღალდი განკუთვნილი უნდა იყოს ლაზერული პრინტერებისათვის, ჭავლური პრინტრებისათვის, ასლგადამღები აპარატისათვის და ორმხრივი ბეჭვდისათვის
  • დაცული უნდა იყოს სტანდარტით მოთხოვნილი ზუსტი ზომები
  • ვარგისი უნდა იყოს ფერადი ბეჭდვისთვის
  • წონა: 80 g/m2
  • სინოტივე: 3.0 – 4.0 %
  • სისქე: 104 – 110 μm
  • გაუმჭვირვალობა: >94%
  • სიკაშკაშე: 101 – 104%
  • სითეთრე CIE: 155 – 158

დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2014 წლის 23 ივლისიდან – 2014 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის პერიოდით
  • ტენდერი ჩატარდება შეზღუდული ფორმატით და მინიმალური ბიჯი ერთეულზე განისაზღვრება 0,05 ლარის ოდენობით
  • ქაღალდის მოწოდება უნდა მოხდეს 3 (სამი) ეტაპად, შემდეგი განსაზღვრული თარიღების მიხედვით:
    I ეტაპი – 2014 წლის 25 აგვისტო – 26 000 შეკვრა
    II ეტაპი – 2014 წლის 25 ოქტომბერი – 26 000 შეკვრა
    III ეტაპი – 2014 წლის 25 დეკემბერი – 26 000 შეკვრა
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველი ეტაპის დასასრულს, საქონლის მოწოდებისა და შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ A4 ფორმატის ქაღალდის ნიმუშები სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისში, ქ. თბილისი, გაგარინის ქ. #29ა. ნიმუშები უნდა ჩაბარდეს კანცელარიას
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1–ის გასწვრივ
  • გთხოვთ, ერთეულის შეკვრის ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტი #1-ის გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 07 აგვისტო, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის A4 ფორმატის ქაღალდის შესყიდვის ტენდერის საიტზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=300&lang=geo

კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული საქართველოს ბანკის ზემოთ მოცემული ბმულის ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".