ჩაბარების ვადა:

12 დეკემბერი 2022, 15:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T15501 - ტენდერი ერწოს ქუჩის #11-ში (ს/კ 01.12.08.010.004) დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების (საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო) დოკუმენტაციის მომზადების და მისი განხორციელების სამუშაოების შესყიდვაზე Desing-Build

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 12 დეკემბერი, 15:00 სთ.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002), აცხადებს ელექტრონულ ტენდერს გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ერწოს ქუჩის #11-ში (ს/კ 01.12.08.010.004) საცხოვრებელი სახლის სრულფასოვანი გამოკვლევისა და გამოკვლევის შედეგად გამოვლენილი დაზიანებებისა და დეფექტების დადგენის, რეაბილიტაციის სამუშაოების (საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო)  დოკუმენტაციის მომზადების და მომზადებული რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების სამუშაოების შესყიდვაზე -Design Build.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:

  • საპროექტო - სარეაბილიტაციო ობიექტი წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ერწოს ქუჩის #11-ში (ს/კ 01.12.08.010.004).
  • სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, რომელიც მომზადებულია მიმდინარე წლის ნოემბერში, საპროექტო საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არსებითად არადამაკმაყოფილებელია, კერძოდ - ავარიულია და მისი ექსპლუატაცია არის საფრთხის შემცველი.
  • კონტრაქტორი ვალდებულია მოამზადოს ქ. თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ერწოს ქუჩის #11-ში (ს/კ 01.12.08.010.004) მდებარე საცხოვრებელი სახლის სრულფასოვანი გამოკვლევისა და გამოკვლევის შედეგად გამოვლენილი დაზიანებებისა და დეფექტების აღდგენა - რეაბილიტაციის საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ასევე ვალდებულია განახორციელოს მომზადებული სარეაბილიტაციო პროექტის შესრულება. კონტრაქტორი ვალდებულია მოიპოვოს შესაბამისი ნებართვები საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების და სტანდარტების შესაბამისად. (დეტალური ინფორმაცია მოცემულია დანართი N1-ში)
  • პროექტების მომზადების პროცესში კონტრაქტორი დამკვეთს წარუდგენს სამუშაო ვერსიებს შეთანხმებისთვის. დრაფტ ვერსიის მხარეებს შორის განხილვის პერიოდი შეადგენს 10 კალენდარულ დღეს (აღნიშნული პერიოდი შეიძლება შეიცვალოს მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმების საფუძველზე).
  • კონტრაქტორმა უნდა განაახლოს პროექტი დამკვეთის შენიშვნების/კომენტარების გათვალისწინებით და გაუგზავნოს მას საბოლოო დასტურისთვის. სამუშაო ვერსიის განახლების პერიოდი შეადგენს 10 კალენდარულ დღეს (აღნიშნული პერიოდი შეიძლება შეიცვალოს მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმების საფუძველზე). პროექტის წერილობითი დადასტურების შემდეგ კონტრაქტორი წარადგენს პროექტის საბოლოო ვერსიას (ორიგინალ და ელ. ვერსიას).

განსაკუთრებული მოთხოვნა:
გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ერწოს ქუჩის #11-ში (ს/კ 01.12.08.010.004) მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის პროექტის მომზადება, რომელიც გულისხმობს შემდეგ ღონისძიებებს:

  • ადგილის მოკვლევა
  • გეოლოგია
  • კონსტრუქცია
  • მუშა პროექტის მომზადება, რომელიც ასევე გულისხმობს ხარჯთაღრიცხვის მომზადებას (კრებსითი და რესურსული)
  • პროექტში უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება
  • საჭირო ყველა თანმდევი კვლევა 

სამუშაოს შესრულების ადგილი:

  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს გლდანი-ნაძალადევის რაიონში;

მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ:

  • შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა განისაზღვრება მომსახურების დასრულებიდან 60 (სამოცი) თვის ვადით.

მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:

  • პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).
  • პრეტენდენტების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება  უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ - კომპანიის ზოგადი აღწერა, თანამშრომლების რაოდენობა, პროექტის შესრულებაში ჩართული თანამშრომლების რაოდენობა და კვალიფიკაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, მოთხოვნის მიხედვით;

გამოცდილება:

  • შემოთავაზებული ქვე-კონტრაქტორები (არსებობის შემთხვევაში)- კომპანიის დასახელება და ინფორმაცია, სამუშაო მოცულობა/აღწერა რომელისაც ქვე-კონტრაქტორი შეასრულებს;

ანგარიშსწორების პირობები:

  • ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • პროექტირების ღირებულება და ვადები;
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.5 პუნქტის შესაბამისად;
  • სამუშაო გეგმა-გრაფიკი
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • ტენდერზე თანდართული ხელმოწერილი „კონტრაქტორის განაცხადი“;
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რომლის დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი.

წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა: 2022 წლის 12 დეკემბერი, 15:00 საათი
წინადადების წარმოდგენის ფორმა: ქართულ ენაზე, ელექტრონული ფორმით 
შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge 

შენიშვნა:

  • ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
  • პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

ხელშეკრულების და საშემსრულებლო დოკუმენტების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება სატენდერო პირობების შესაბამისად.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს: 

  • გაკოტრების პროცესში;
  • ლიკვიდაციის პროცესში;
  • საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.

შემსყიდველი“ უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

„შემსყიდველი“ გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. „შემსყიდველი“არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

„შემსყიდველი“ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „შემსყიდველი“ არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  „შემსყიდველი“ მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის, 12 დეკემბერი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შესყიდვების წარმომადგენელი:
საკონტაქტო პირი: მარიამ სილაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: msilagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1147); 599 72 30 03

საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1145)

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    5 დეკემბერი 2022 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა