ჩაბარების ვადა:

19 დეკემბერი 2022, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T15585 - ტენდერი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მონტაჟის მომსახურების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მონტაჟის მომსახურების შესყიდვაზე.

მომსახურების აღწერილობა:

  • მომსახურება გულისხმობს, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის დამონტაჟებას.

კერძოდ, პრეტენდენტს ევალება, თითოეულ ობიექტზე გარე კამერების მონტაჟი.

  • მაღაზიების საორიენტაციო რაოდენობა - 400 ობიექტი;
  • ადგილმდებარეობა - საქართველოს მასშტაბით;
  • სამუშაოს შესრულების ვადა - 3 თვე.

შემსრულებელი ვალდებულია:

  • დაამონტაჟოს გარე კამერები და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრები გამართოს/გაასწოროს კანონმდებლობის (101-ე დადგენილება) მოთხოვნების მიხედვით; 
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზის შემთხვევაში, დადგენილ ვადებში აღმოფხვრას ხარვეზი და გაწიოს ყველა დამატებითი ხარჯი (მათ შორის ფინანსური ხარჯი).

გთხოვთ, იხელმძღვანელოთ საქართველოს მთავრობის 101-ე დადგენილებით:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/5401808?publication=0

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • განფასება უნდა მოიცავდეს 1 კამერის სამონტაჟო სამუშაოს ღირებულებას, ასევე სახარჯი მასალების ერთეულის ღირებულებას  (მაგ: 1 მეტრი კაბელი, კაბელარხი და ა.შ.)  და რეგიონების შემთხვევაში სამივლინებო ხარჯს;
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება და უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • სურვილის შემთხვევაში პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს კანონმდებლობასთან შესაბამისი ვიდეომეთვალყურეობის სისტემის (კამერა, ჩამწერი, მყარი დისკი და ა.შ) განფასება, უპირატესობა მიენიჭება Hikvision-ის ბრენდს;
  • გადახდის  პირობა:  45 დღიანი კონსიგნაცია;

აუცილებელი მოთხოვნა:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 19 დეკემბერი, 18:00 საათი.
  • დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ ელექტრონულად გამოაგზავნონ შემოთავაზება ელ.ფოსტაზე: tenders@orinabiji.ge ან გამოაგზავნონ დალუქული კონვერტით მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი;
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
  • სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ისანი, ნავთლუღის ქ.39/41
  • შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება აპლიკანტის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ანი შენგელია / მარიამ სიხარულიძე
საკონტაქტო ნომერი: 571 00 03 06 / 591 44 20 54
ელ.ფოსტა: ani.shengelia@orinabiji.ge / mariam.sikharulidze@orinabiji.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 35100000 საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები