ჩაბარების ვადა:
        
    15 აგვისტო 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1650 - ტენდერი ფულის პარკების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 15 აგვისტო 2016 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს ფულის პარკების შესყიდვაზე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.
სპეციფიკაციები:
- დაბალი სიმკვრივის პოლიეთინელი 60 მიკრონიანი;
 - გარედან თეთრი, შიგნიდან გაუმჭვირვალი შავი საფარით;
 - ზომა: 285მმX385მმ
 - ჩამკეტი ზიპი 285მმ
 
სატენდერო შემოთავაზებას აუცილებლად უნდა ახლდეს 1 ცალი ნიმუში (მიბმული ფოტოს მიხედვით).
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).
 - მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–is ფორმატში:
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
 - დეტალური შემოთავაზება უნდა მოიცავდეს მიწოდების ვადებს;
 - მომწოდებელი ვალდებულია ნომუში მოგვაწოდოს ტენდერის დასრულებამდე სს „საქართველოს ბანკის“ სათაო ოფისში (ქ. თბილისი, გაგარინის 29ა);
 
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 8 აგვისტოდან 2016 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით;
 - ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
 - თანხის გადახდა მოხდება შეთანხმების საფუძველზე;
 - გთხოვთ, ჯამური ფასი მიუთითოთ ლარებში;
 - კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
 - შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
ლადო სიჭინავა 599 74 00 41
მარი გახოკიძე 577 525 404
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 15 აგვისტო, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=630&lang=geo