ჩაბარების ვადა:

15 აგვისტო 2014, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T168 - ტენდერი ბანკომატებისა და აპარატების მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“აცხადებს ტენდერს თბილისსა და რეგიონებში ბანკის საოფისე და გარე ბანკომატებისა და სწრაფი გადახდის აპარატების (Paybox) ტრანსპორტირება და დემონტაჟი/მონტაჟის მომსახურების შესყიდვაზე

მომსახურების დასახელება:

  • 1. ბანკომატის დემონტაჟი-მონტაჟი
  • 2. ბანკომატების გარკვეულ სიმაღლემდე ატანა (1,5 მეტრამდე)
  • 3. ელ. მომარაგება (ადგილობრივი ქსელიდან)
  • 4. არსებული ვიტრაჟების რეკონსტრუქცია (ნებისმიერი პროფილი)
  • 5. არაზიდი კონსტრუქციების გაჭრა ბანკომატის სამონტაჟოდ
  • 6. კედელში სამონტაჟო სამუშაოების ჩატარების შემდეგ გვერდულების (ატკოსები) შელესვა და შეღებვა
  • 7. ტრანსპორტირება - 50 კმ-მდე
  • 8. ტრანსპორტირება - 100 კმ-მდე
  • 9. ტრანსპორტირება - 200 კმ-მდე
  • 10. ტრანსპორტირება - 300 კმ-მდე
  • 11. Paybox მონტაჟი
  • 12. Paybox-ზე ელ. მომარაგების და დამიწების მოწყობა (სასურველია ლიცენზირებული სპეციალისტის მიერ)
  • 13. Paybox-ის გარკვეულ სიმაღლეზე ატანა


დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს (საქ. კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს, ტრანსპორტირების და განბაჟების ხარჯების ჩათვლით).

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.
  • კომპანიაში შტატში მომუშავე თანამშრომლების რაოდენობა
  • კომპანიის ტექნიკური დანადგარების ნუსხა, აღწერილობით და დეტალური მახასიათებლებით


მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად

ტენდერში შემოთავაზებული ფასი უნდა იყოს ფიქსირებული, აღნიშნული ფასი არ შეიცვლება.


დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2014 წლის 08 აგვისტოდან – 2014 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით
  • დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ გენადი აფციაურს - ტელ: 2 444 444 (4121); მობ: 595 599030
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის ვადით
  • თანხის გადახდა მოხდება მომსახურების გაწევის შემდეგ
  • სამუშაოებზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო მომსახურება 1 წლის ვადით
  • ტენდერი ჩატარდება შეზღუდული ფორმატით და მინიმალური კლების ბიჯი განისაზღვრება 10 (ათი) ლარს
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ
  • გთხოვთ, მომსახურების ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 15 აგვისტო, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის ბანკომატებისა და სწრაფი გადახდის აპარატების ტრანსპორტირება, დემონტაჟი/მონტაჟის შესყიდვის ტენდერის საიტზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=312&lang=geo

კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მიმწოდებელს შეუძლია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული საქართველოს ბანკის ზემოთ მოცემული ბმულის ტენდერის პანელში "შეკითხვები შემსყიდველს".