ჩაბარების ვადა:

10 ოქტომბერი 2014, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T169 - ტენდერი ბიზნეს ცენტრის მშენებლობაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ განხორციელდა ტენდერის მონაცემების განახლება. განახლდა ჩაბარების ვადა: 10 ოქტომბერი, 2014.
ტენდერის აღწერილობა:

შ.პ.ს. "L.G. Menejment" აცხადებს ტენდერს ქ. ხაშურში თანამედროვე ბიზნეს ცენტრის მშენებლობაზე.

ტენდერი ცხადდება ქართული სამშენებლო კომპანიებისათვის, რომელთაც ამ სფეროში გააჩნიათ საკმარისი გამოცდილება.

შესასრულებელი სამუშაოები:

  • 1. ქ. ხაშურში ს/კ: 69.08.62.132 მდებარე მიწის ნაკვეთი (870 მ2)-ზე არსებული ძველი შენობის (250 მ2) დემონტაჟი
  • 2. ბიზნეს ცენტრის მშენებლობა
  • 3. გარე პრეიმეტრის (ეზოს) კეთილმოწყობა


ძირითადი მოთხოვნები:

  • 1. კანდიდატმა უნდა წარადგინოს ხარჯთაღრიცხვა სამუშაოების თითოეული ეტაპისათვის
  • 2. სამუშაოს მთლიანი ღირებულება
  • 3. სამუშაოს შესრულების ვადები
  • 4. გადახდის პირობები


სატენდერო დოკუმენტაცია:

  • შევსებული ტენდერის სააპლიკაციო ფორმა
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან მასზედ, რომ იურიდიული პირის ქონებას და წილებს არ ადევს ყადაღა
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
  • გამოყენებული პროდუქციის წარმოშობის სერთიფიკატი
  • ინფორმაცია ძირითად თანამდებობაზე მომუშავეთა კვალიფიკაციის შესახებ
  • ანალოგიური სამუშაოების შესრულების სია


წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ.

შენიშვნა: დამკვეთის მოთხოვნით შესაძლებელია შერჩეულ პრეტენდენტს მოეთხოვოს სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.

შერჩეულ კანდიდატებს გადაეგზავნებათ გამზადებული პროექტი შემდგომი კალკულაციისათვის.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულმა კომპანიებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი სატენდერო წინადადება არაუგვიანეს 2014 წლის 10 ოქტომბრისა შემდეგ ელ. ფოსტაზე: l.g.menegment@mail.ru

საკონტაქტო პირი: მაიკო ქართველიშვილი

ტელეფონი: 599877554

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ