
9 სექტემბერი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT1727 - ტენდერი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ღია ტენდერს სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებაზე.
სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბანკის კუთვნილ ათ ობიექტზე: ქ. თბილისი (6 ობიექტი), ქ. ბათუმი (3 ობიექტი) და ქ. ზუგდიდი (1 ობიექტი).
თანდართულ ფაილებში იხილეთ:
- სატენდერო განაცხადი
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე
- ფასთა ნუსხა
- პროექტი და ხარჯთაღრიცხვა (თითოეული ობიექტისთვის ცალ-ცალკე).
ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის, ხარისხის და ვადის წარმომდგენი ერთი კვალიფიციური კომპანია.
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი. (საბანკო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
აუცილებელი მოთხოვნა:
- მომწოდებელთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილ საბანკო ანგარიშზე.
სამუშაოების შესრულების ვადები განისაზღვრება შემდეგნაირად:
- ვარკეთილი - არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა
- მელიქიშვილი - არაუმეტეს 80 კალენდარული დღისა
- ბათუმი 1 - არაუმეტეს 110 კალენდარული დღისა
- ბათუმი 2 - არაუმეტეს 80 კალენდარული დღისა
- ბათუმი 3 - არაუმეტეს 20 კალენდარული დღისა
- GMT - არაუმეტეს 40 კალენდარული დღისა
- ზუგდიდი - არაუმეტეს 80 კალენდარული დღისა
- ავლაბარი სარდაფი - არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა
- ავლაბარი ლომბარდი - არაუმეტეს 20 კალენდარული დღისა
- ვირსალაძე - არაუმეტეს 110 კალენდარული დღისა.
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- შევსებული ფასთა ნუსხა და შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალის შესაბამისად შევსებული კალკულაცია (იხ. თანდართული ფაილები), როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული სახით (CD-ზე ან მეხსიერების ბარათზე);
- სარეკომენდაციო წერილები, ბოლო 6 თვის გაცემული (მინ. 3 სარეკომენდაციო წერილი). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ ორიგინალი წერილები;
- წერილი, მოკლე აღწერილობით მსგავსი ტიპის სამუშაოების წარმოებაზე (დამკვეთის და საკონტაქტო პირების მითითებით);
- საბანკო ამონაწერი ან ცნობა ბანკიდან ბრუნვების შესახებ (მინიმუმ ბოლო 3 თვის, შესაძლებელია კომპაქტ დისკის ან მეხსიერების ბარათის საშუალებით მოწოდება);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან, დავალიანების არქონის შესახებ;
- შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. დანართი).
სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის დოკუმენტის ან ინფორმაციის მოუწოდებლობის შემთხვევაში, შემოთავაზება არ იქნება განხილული და შესაბამისად პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკის“ კანცელარიაში დალუქული კონვერტით. მისამართი: თბილისი 0103, წმ ქეთავან დედოფლის გამზ. 3.
გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:
- კომპანიის დასახელება;
- იურიდიული და ფაქტიური მისამართი;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, ელ-ფოსტის მისამართი);
- ტენდერის დასახელება (ტენდერი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებაზე);
სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის, 9 სექტემბრის (18:00 საათამდე).
ობიექტზე დათვალიერების და ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
ლაშა ჭანტურიძე, ლოჯისტიკის სამსახური - 595 110174;
გიორგი ანჯაფარიძე, არქიტექტორი - 595 787807;
ანდრო ტატიშვილი, შესყიდვების სამსახური - 591 409717.
ამასთანავე, საჭიროების შემთხვევაში, საორგანიზაციო და პროცესუალურ საკითხებზე მოიწერეთ შემდეგ ელფოსტაზე: andro.tatishvili@terabank.ge