
ჩაბარების ვადა:
9 სექტემბერი 2016, 13:00
სტატუსი:
დასრულებულიT1732 - ტენდერი ახალი სათავო ოფისის განახლებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს "კავკასუს ონლაინი" აცხადებს ტენდერს ახალი სათავო ოფისის განახლებაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
- მისამართზე „თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. #160“ არსებული შენობის ფასადის, ეზოში შესასვლელის და ვესტიბიულის დიზაინის დამზადება.
სატენდერო შემოთავაზებით წარსადგენი დოკუმენტების სია:
- დიზაინის ესკიზები;
- შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (ეროვნულ ვალუტაში, დ.ღ.გ.-ს ჩათვლით), ანგარიშსწორების პირობის მითითებით;
- შესასვლელი ეზოს, ფასადის, ვესტიბიულის და მთლიანი ექსტერიერის სარემონტო სამუშაოების წინასწარი ხარჯთაღრიცხვა;
- სამუშაოების ჩატარებაზე ქალაქის მერიის თანხმობა;
- მსგავს პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ესკიზები, ფოტომასალა და ა.შ.);
- ზუსტი საკონტაქო ინფორმაცია.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო საბუთების მოწოდება: ა.წ. 9 სექტემბერს, არაუგვიანეს 13:00 სთ-ისა;
- მერიის თანხმობის მოწოდება: არაუგვიანეს ა.წ. 23 სექტემბრისა (გასათვალისწინებელია, რომ გამარჯვებული აპლიკანტი დამკვეთისგან დასტურს მიიღებს 10 სექტემბერს, არაუგვიანეს 15:00 სთ-სა).
სატენდერო განცხადებაზე დართული დოკუმენტები:
- ეზოში შესასვლელის, ფასადის, ექსტერიერის და ვესტიბიულის ფოტოები;
- შპს „კავკასუს ონლაინის“ ე.წ. Brand Book-ი.
დამკვეთის მხრიდან საკონტაქტო პირები:
- ალექსი ბარბაქაძე +(995 577)208-030
- დავით გუნცაძე +(995 577)385-383
გთხოვთ, სატენდერო შემოთავაზება მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით მისამართზე: თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. #71, მე–5 სართ., ოთახი 507 (კანცელარია).