ჩაბარების ვადა:

2 ივნისი 2023, 23:59

სტატუსი:

დასრულებული

T17407 - Development of brand strategy and visual brand identity for the DT4SME project

  • გამომცხადებელი: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობა
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 2 ივნისი 2023 დრო 23:59

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში. 

დაგეგმილი გვაქვს, შევისყიდოთ შემდეგი მომსახურება საქართველოში რეგისტრირებული კომპანიისგან: 

„Development of brand strategy and visual brand identity for the DT4SME project”

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: ge_quotation@giz.de შეთავაზების მიღების ბოლო ვადა გახლავთ 02.06.2023 24:00 საათი. 

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე. დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება! 

შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში (ეროვნული ვალუტა), სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 172-ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი), შესაბამისად, წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს და ეს მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებაში. 

გთხოვთ შემოთავზების ელექტრონულად გამოგზავნისას დაიცვათ შემდეგი მითითებები: 

  • შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს PDF-ფორმატში.
  • ფინანსური და ტექნიკური შეთავაზება უნდა იყოს წარმოდგენილი ორ ცალკეულ PDF ფაილებში. ფაილები უნდა დასახელდეს შემდეგნაირად: 1. Technical offer; 2. Financial offer
  • მეილის სათაურში (Subject) მითითებული უნდა იყოს შემდეგი ტენდერის ნომერი: 83439505
  • წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება თქვენი შემოთავაზების იდენტიფიცირება.
  • GIZ -საქართველოს სხვა ელ.ფოსტაზე შემოსულ შემოთავაზებებს მიენიჭებათ დისკვალიფიკაცია.
  • ელ.ფოსტის ზომა შემოიფარგლება 20 მბ-ით. იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზება აღემატება მონაცემთა მაქსიმალურ ზომას, შეთავაზების დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს შემდეგი ვებგვერდის მეშვეობით: https://filetransfer.giz.de/Start?2 GIZ აღიარებს მხოლოდ ფაილების გადაცემის ამ კონკრეტულ პლათფორმას დიდი დოკუმენტების წარდგენისთვის.
  • GIZ არ არის პასუხისმგებელი, თუ ელექტრონული ფოსტის მიწოდება მითითებულ მისამართზე ვერ მოხერხდა GIZ-ის ან განმცხადებლის მხრიდან ტექნიკური პრობლემების გამო.

შეთავაზებაში უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია:

  • კომპანიის სახელწოდება
  • საიდენტიფიკაციო ნომერი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი,ტელეფონი, ელ.ფოსტა)
  • პროექტის ნომერი: : 22.2181.0-002.00
  • ტენდერის ნომერი: 83439505
  • მიმღები: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობა, თბილისი, რუსთაველის გამზირი, N42/ ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა, N31ა

გთხოვთ, შემოთავაზებაზე დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა.

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული. შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 16.06.2023 -თვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ კანდიდატთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

travel expense-ებთან დაკავშირებითაც მინდა დავაზუსტო, რადგან ჩვენი კომპანია თბილისშია რეგისტრირებული და ტრანსპორტირება არ გვიწევს სხვა ქვეყნიდან ან ქალაქიდან, როგორც ვხვდები სამოგზაურო ხარჯების ჩამონათვალი აღარ გვჭირდება ხომ?

GIZ
GIZ

არა

მიმწოდებელი 1

ასევე მაინტერესებს შემდეგი საკითხები: ექსელის ფაილში Type of reimbursement-ის გრაფაში უნდა მივუთითოთ კონკრეტული ექსპერტი ანაზღაურებას დღიურად იღებს თუ ჯამურად? ასევე Appraiser-ში უშუალოდ ჩვენი კომპანიის თანამშრომელი იგულისხმება თუ outsource-ზე აყვანილი თანამშრომელი? გმადლობთ წინასწარ

GIZ
GIZ

გადახდის პირობები შეთანხმდება ხელშეკრულების დადების დროს, ექსპერტის დღიური ღირებულების დაჯამებით.

მიმწოდებელი 1

მოგესალმებით, Annex 4-price-schedule ექსელის ფაილთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვა, კერძოდ მაინტერესებს Company-service contract და contract for Work sheet-ებზე შესავსები ინფორმაცია შინაარსობრივად ერთი და იგივეა ხომ? პირველ შითზე მომსახურების მთლიან ფასს ვაჩვენებთ პროექტში ჩართული თანამშრომლების (ექსპერტების) დღიური რეითის ჭრილში, ხოლო მეორე შითზე იგივე მომსახურების ფასი milestone-ების ჭრილში ჩაშლილად ხომ?

GIZ
GIZ

დიახ ასეა