12 სექტემბერი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1742 - ტენდერი აზომვითი და საპროექტო სამუშაოების მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 12 სექტემბერი 2016 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს აზომვითი და საპროექტო სამუშაოების მომსახურებაზე.
| # | დასახელება | განზ. ერთ. | 
| 1 | ფართის აზომვა საჯარო რეესტრისთვის | 1 მ2 | 
| 2 | ფასადის აზომვა | 1 მ2 | 
| 3 | 3D აზომვითი ნახაზების მომზადება, სიმაღლეების, კონსტრუქციების და იატაკის დონეების მითითებით | 1 მ2 | 
| 4 | GPS წერტილების აღება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება საჯარო რეესტრისთვის | 1 წერტილი | 
| 5 | მერიაში შეთანხმებული ფასადის პროექტის მომზადება ყველა საჯარო დოკუმენტაციის გათვალისწინებით | 1 წერტილი | 
| 6 | ისტორიულ ძეგლზე ჩასატარებელი მცირე სარემონტო სამუშაოების დროს ძეგლთა დაცვაში შესათანხმებელი პროექტის მომზადება ყველა საჭირო დოკუმენტაციის გათვალისწინებით | 1 ერთეული | 
| 7 | სატრანსპორტი ხარჯები თბილისის გარეთ | 50 კმ.-ზე | 
შენიშვნა:
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
 - შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით, ასევე ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯებს.
 
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- თანხის გადახდა მოხდება შეთანახმების საფუძველზე;
 - გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება 6 თვის ვადით.
 - სამუშაოების ჩატარების შემდეგ დამკვეეთისთვის დოკუმენტაცია მოწოდებული უნდა იყოს PDF, Archikad და საჭიროების შემთხვევაში სხვა შესაბამის ფორმატში.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - დეტალური შეთავაზება: სატენდერო წინადადების ფასი, მოწოდების ვადები, საგარანტიო მომსახურება და ა.შ;
 - წარმოდგენილ უნდა იქნას სათანადო საინფორმაციო მასალები, აღწერილობა, ბროშურები, ხარისხის სერთიფიკატები და სხვა;
 
სხვა პირობები:
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელმა გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე tenders.bog.ge ;
 - აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პუნქტი #1-ის; პუნქტი #2- ის და ა.შ გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
 - პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
 - შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
 
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
გენადი აფციაური
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (4121)
მობ.:(+995 595) 599 030
ელ-ფოსტა: gaptsiauri@bog.ge
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 12 სექტემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=637&lang=geo