
10 ოქტომბერი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT1774 - ტენდერი საკანცელარიო/საყოფაცხოვრებო საქონლის შესყიდვაზე თბილისსა და რეგიონებში ადგილზე მიწოდებით
ტენდერის აღწერილობა:
სს ფინკა ბანკი საქართველო მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილია, ფინკა ბანკს ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe-გერმანიის განვითარების ბანკი, FMO-ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump. სს ფინკა ბანკი საქართველო, დღეისათვის 40 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.
სს „ფინკა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს: საკანცელარიო / საყოფაცხოვრებო საქონლის შესყიდვაზე. (თბილისსა და რეგიონებში). საკანცელარიო / საყოფაცხოვრებო საქონლის ადგილზე მიწოდებით.
ხელშეკრულება დაიდება 1 წლის ვადით.
ტენდერის მოთხოვნები და პირობები:
აუცილებელი პირობა:
- ხარისხიანი პროდუქციის მოწოდება
- პროდუქციის მოწოდება ინვოისის წარდგენიდან თბილისის მასშტაბით არაუგვიანეს 2 დღისა, ხოლო რეგიონში 5 სამუშაო დღეში.
- პროდუქციის ღირებულების შესაბამისობა ინვოისსა და სასაქონლო ზედნადებს შორის.
კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- კატალოგი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი პროდუქციის დასახელება და ერთეულის ფასი
- სრულად შევსებული თანდართული დოკუმენტი თქვენს მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებზე
- ხარჯების ანაზღაურების პირობები, საჭირო დოკუმენტები და პროცედურა
- პროდუქციის ღირებულება ლარში
- ინვოისისა და პროდუქციის მოწოდების ვადები
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- კორპორატიული შემოთავაზება ფასდაკლების სახით
ტენდერის ჩაბარების პირობები:
გთხოვთ, ტენდერის მასალები მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით მისამართზე:
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #71, ბლოკი I, მე-3 სართული, ოფისი #12 – სს „ფინკა ბანკი საქართველო“-ს სათავო ოფისი.
კონვერტზე უნდა მიუთითოთ მონაწილე კომპანიის სახელწოდება ასევე, ტენდერის სახელწოდება და მოათავსოთ დალუქულ სატენდერო ყუთში.
შემოთავაზების შემოტანა შესაძლებელია ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 09:00-დან 18:00-მდე. შემოთავაზების შემოტანის საბოლოო ვადა 2016 წლის 10 ოქტომბერი 18:00 საათი.
სს ფინკა ბანკი საქართველო ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე:
EChkheidze@finca.ge; Ramina.Mamedova@finca.ge; Lali.Mujirishvili@finca.ge;