
27 ივნისი 2023, 21:00
სტატუსი:
დასრულებულიT17762 - ტენდერი სამთო-საფეხმავლო ტურისტული მარშრუტის კვლევისა და დაპროექტების მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: ფონდი "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" საქართველოს წარმომადგენლობა
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 27 ივნისი 2023 დრო 21:00
ტენდერის აღწერილობა:
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Action Against Hunger (AAH), წარმოადგენსსაერთაშორისო ქსელის წევრ ორგანიზაციას და არის აპოლიტიკური, არარელიგიური, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც ებრძვის შიმშილს და მის გამომწვევ მიზეზებს მსოფლიოსმასშტაბით. Action Against Hunger 1994 წლიდან მუშაობს სამხრეთ კავკასიაში და ახორციელებსპროგრამებს სურსათის უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური და სოფლისგანვითარების მიმართულებით.
ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მხარდაჭერით პროექტის „ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესება ინკლუზიური განვითარების მიდგომების გამოყენებით“ ფარგლებში Action Against Hunger - სამხრეთ კავკასიის მისია აცხადებს ტენდერს შემდეგ ლოტზე:
- სამთო-საფეხმავლო ტურისტული მარშრუტის კვლევისა და დაპროექტების მომსახურება
მომწოდებლების შერჩევის ძირითადი კრიტერიები იქნება:
- კონკურენტული ფასი
- სპეციფიკაციებსა და სტანდარტებთან თანხვედრა
- ჩაბარების ვადები
- სამუშაოების / მომსახურების ხარისხი
- სამუშაოების / მომსახურების სანდო გზით მიწოდება
- ფინანსური სტაბილურობა და კრედიტუნარიანობა
- გადახდის პირობები/მოთხოვნები
- დადასტურებული საქმიანობა და გამოცდილება
Action Against Hunger არ არის ვალდებული შეარჩიოს ყველაზე იაფი შემოთავაზება.
დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ შემოიტანონ შემოთავაზება, როგორც ყველა ასევე ცალკეულ ლოტზე.
დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ შემოიტანონ შემოთავაზება, როგორც ყველა ასევე ცალკეულ სამუშაოზე / მომსახურებაზე.
დასრულებული შემოთავაზებები უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 27.06.2023, 21:00 საათისა (თბილისის დროით) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: procurement@sc.acfspain.org
ფინანსური შემოთავაზება არ უნდა შეიცავდეს დღგ-ს.
ტენდერის კატეგორია:
- 73100000 მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში
- 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
- 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება
დოკუმენტაცია
1. გთხოვთ კონკრეტულად მიგვითითოთ რას ტიპის კვლევა-საძიებო სამუშაოებს ითხოვთ საპროექტო ტერიტორიისთვის? 2. რა იგულისხმება ტურისტული მარშრუტის დივერსიფიკაციაში ? 3. რა იგულისხმება მარშრუტის სრული GPS ტრეკის აღებაში ? 4. დაგვიკონკრეტეთ წინამდებარე შესყიდვა გულისხმობს თუ არა სამივე ტიპის მომსახურეობის შესყიდვას: • წინა საპროექტო საკვლევ-საძიებო სამუშაოების ჩატარებას; • საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავებას; • სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას; ანუ არის თუ არა ეს design-build-ის ტიპის შესყიდვა ? 5. მომწოდებლის შერჩევის კრიტერიუმებიდან, რომელ სპეციფიკაციებსა და სტანდარტებს ანიჭებს დამკვეთი უპირატესობას ?