ჩაბარების ვადა:

26 ივნისი 2023, 23:59

სტატუსი:

არ შედგა

E
ელ. ტენდერი
T17786 - ტენდერი ელექტრო მომარაგების მოწყობილობის შესყიდვაზე და ტექნიკურ მხარდაჭერაზე

  • გამომცხადებელი: სს "ჯორჯიან ქარდი"
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 15 ივნისი 2023 დრო 10:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 26 ივნისი 2023 დრო 23:59

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს ჯორჯიან ქარდი (ს/კ 204396377) აცხადებს ტენდერს ელექტრო მომარაგების მოწყობილობის შესყიდვაზე და ტექნიკურ მხარდაჭერაზე.

მისამართი: ბელიაშვილის ქუჩა 106, ქ. თბილისი 0159, მიონის ბიზნეს ცენტრი.

ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებითგათვალისწინებული დოკუმენტები;
  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს;
  • ტენდერში მონაწილემ ჩაშლილად უნდა წარმოადგინოს მასალების და გასაწევის სამუშაოების /მომსახურების  ფასი;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში დღგ-ს ჩათვლით;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილიპირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
    - სამუშაოების აღწერილობა (დანართი 1);
    - საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
    - შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 3)
    - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითიიურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;

დავალებათა აღწერილობა:

  • შესასყიდი გადაწყვეტილების მახასიათებლების დეტალური აღწერა მოცემულია დანართი N1-ში,  შესავსები ფასები ცხრილი დანართი N3-ში;

სატენდერო მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდაიყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა(გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის მომსახურების მინიმუმ ორი ხელშეკრულების წარმატებითდასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიცგანხორციელებული უნდა იყოს ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში;
  • წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთანხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოსტენდერი.

თანდართული დოკუმენტაცია:
პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • დანართი 1: სამუშაოების აღწერილობა;
  • დანართი 2: საბანკო რეკვიზიტები;
  • დანართი 3: ფასების ცხრილი

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის, 26 ვნისი, 23:59 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ ტაბატაძე
ელ. ფოსტა: tenders@gc.ge
მობ: +995 577 331197

ტენდერის კატეგორია:

  • 51100000 ელექტროდა მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი
  • 65300000 ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 65400000 ენერგომომარაგების სხვა წყაროები და ელექტროენერგიის განაწილება
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

მოგესალმებით. გვსურს გითხრათ რომ, მსგავსი სამონტაჯო სამუშაეოები, როგორც წესი, უსაფრთხებისა და პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, ელექტრო პროექტირების გარეშე არ სრულდება. თუ სურვილი გექნებათ, ჩვენ შეგვიძლია პირველი ეტაპისთვის შემოგთავაზოთ ელექტრო საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება-დახაზვა. პატივისცემით

მიმწოდებელი 1

მოგესალმებით. ელექტრო საპროექტო დოკუმენტაცია გაქვთ? პატივისცემით, გლობალ ელექტრონიქსი 206129376 551990050

სს "ჯორჯიან ქარდი"
სს "ჯორჯიან ქარდი"

მოგესალმებით! საპროექტო დოკუმენტაცია არ გვაქვს, როგორც სატენდერო მოთხოვნაში წერია, ადგილზე უნდა მოხდეს ობიექტის ნახვა და შეფასება.