
ჩაბარების ვადა:
30 სექტემბერი 2016, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT1781 - ტენდერი სოდის ტრანსპორტირებაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს სოდის ტრანსპორტირების შესახებ.
ინფორმაცია ტვირთის შესახებ:
- ტვირთი: სოდიუმის კარბონატი (სოდა)
- ტვირთის რაოდენობა: 2800 ტონა
- მიმართულება: ვარნა/ბულგარეთი – ქსანი/საქართველო
- გადაზიდვის საშუალება: საზღვაო , სარკინიგზო.
- დატვირთვის ადგილი: Port Varna West
- დატვირთვის პირობა: FOB (Free on board)
- დატვირთვის პერიოდი : 12 – 14 ოქტომბერი 2016 წ.
- საბოლოო დანიშნულების ადგილი: ს.ს. „მინა“ ქსანი/მცხეთის რეგიონი/საქართველო
- მარშრუტი : ბულგარეთიდან ბათუმის ან ფოთი პორტამდე საქონელი მოდის ზღვით, პორტიდან ქსნამდე საქონელი მოდის ღია / ნახევარვაგონებით.
- შეფუთვა: ტვირთი დაფასოებულია და შეფუთული 1 ტონიან ჩანთებში / Big Bag 120 X 120 სმ (+-)
- ტვირთი უნდა იყოს ჩამოტვირთული ან იმყოფებოდეს ჩამოტვირთვის პროცესში ბათუმის ან ფოთის პორტში არაუგვიანეს 23 – 25 /10/2016 წ.
- პორტიდან ქარხანაში, 100 % ტვირთის შემოტანა უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 30 .10. 2016 წ.
- სარკინიგზო ტრანსპორტირების დროს, მიწოდება პორტიდან ქარხნამდე უნდა განხორციელდეს მხოლოდ ღია/ნახევარ ვაგონებით, დღეღამეში არაუმეტეს 10 ვაგონისა.
ნებისმიერი ცვლილება მომწოდებლის მხრიდან დაუყოვნებლივ გავრცელდება შემსრულებლებამდე და მოგეწოდებათ წერილობითი სახით.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- ორგანიზაციის სრული დასახელება; საკონტაქტო პირის მონაცემები და ელფოსტა;
- საბანკო რეკვიზიტები;
- 1 ტონა ტვირთის ტრანსპორტირების ფასი, ვალუტის მითითებით.
გთხოვთ თქვენი შემოთავაზება გამოგვიგზავნოთ დახურულ კონვერტში წარწერით „სოდა“ მიმდინარე წლის 30 სექტემბერს
12:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: 3312 მცხეთის რაიონი, სოფ. ქსანი, მინის ტარის ქარხანა.