
ჩაბარების ვადა:
7 ოქტომბერი 2016, 15:00
სტატუსი:
დასრულებულიT1788 - ტენდერი ახალი სათავო ოფისის განახლებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს "კავკასუს ონლაინი" აცხადებს ტენდერს ახალი სათავო ოფისის განახლებაზე (ყოფილი "რკინიგზის ტელეკომის" შენობა).
სამუშაოს აღწერილობა:
- მისამართზე „თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. #160“ არსებული შენობის ინტერიერის, კერძოდ, საოფისე ფართის რემონტი/რენოვაცია.
სატენდერო შემოთავაზებით წარსადგენი დოკუმენტების სია:
- თითოეული სართულის პროექტი PDF ფორმატში;
- შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (ეროვნულ ვალუტაში, დ.ღ.გ.-ს ჩათვლით), ანგარიშსწორების პირობის მითითებით;
- მსგავს პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ესკიზები, ფოტომასალა და ა.შ.);
- ზუსტი საკონტაქტო ინფორმაცია.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო საბუთების მოწოდება: ა.წ. 7 ოქტომბერს, არაუგვიანეს 15:00 სთ-სა;
- სამუშაოების დასრულება: არაუგვიანეს ა.წ. 30 ნოემბრისა;
- ტენდერში გამარჯვებულისთვის შეტყობინება: არაუგვიანეს ა.წ. 10 ოქტომბრისა.
სატენდერო განცხადებაზე დართული დოკუმენტები:
- „რკინიგზის ტელეკომის“ შენობის საოფისე ფართის სარემონტო/სარენოვაციო სამუშაოების ჩამონათვალი.
დამკვეთის მხრიდან საკონტაქტო პირები:
- ალექსი ბარბაქაძე +(995 577)208-030
- ოლეგ ტომილინი +(995 577)208-056
- დავით გუნცაძე +(995 577)385-383
გთხოვთ, სატენდერო შემოთავაზება მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით მისამართზე: თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. #71, მე–5 სართ., ოთახი 507 (კანცელარია).