21 ოქტომბერი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1821 - ტენდერი საპირფარეშოს აქსესუარების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 21 ოქტომბერი 2016 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს "საქართველოს ბანკი" აცხადებს ტენდერს საპირფარეშოს აქსესუარების შესყიდვაზე.
შესასყიდი პროდუქტის დეტალური აღწერა:
- შეკიდული უნიტაზი კედელში ჩასაშენებელი ჩამრეცხი სისტემით - რაოდენობა 60 ცალი;
 - პისუარი - რაოდენობა 20 ცალი;
 - კორიანის ხელსაბანი 90სმ X 50სმ - რაოდენობა 50 ცალი;
 - შემრევი ონკანი - რაოდენობა 50 ცალი.
 
შენიშვნა:
* ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
* შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით, ტრანსპორტირებისა და განბაჟების ხარჯების ჩათვლით;
სხვა პირობები:
- შემოთავაზებული უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ევროპული წარმოების ან რომელიმე ცნობილი ბრენდის პროდუქცია;
 - შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების საფასურს, ამასთან მომწოდებელი ვალდებული იქნება პროდუქცია მიიტანოს ბანკის მიერ მითითებულ მისამართზე;
 - გარანტია: 5 წლამდე;
 - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, პროდუქციის ამსახველი ფოტოებით;
 - ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთნ გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
 
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 7 ოქტომბრიდან 2016 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით;
 - ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
 - აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფებში: პუნქტი #1-ის; პუნქტი #2-ის და ა.შ გასწვრივ (ფასები უნდა მიეთითოს მეასედებით: 0,05; 0,35 და ა.შ);
 - პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
 - შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
 - კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან: 
ავთანდილ ჯაფარიძე
 ტელ.: (+995 32) 2 444 444 (*4626)
მობ.:(+995 599) 790909/ 
ელ-ფოსტა: ajapharidze@bog.ge 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 21 ოქტომბერი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=650&lang=geo